„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „რუსთავის წყალი“ და „მცხეთის წყალი“ მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს

კომპანიები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „რუსთავის წყალი“ და „მცხეთის წყალი“ მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს.

კომპანიების რეკომენდაციების თანახმად, აღრიცხვის კვანძისა და წყალსადენის სისტემის მოყინვის თავიდან აცილების მიზნით, სასურველია მოსახლეობამ შეფუთოს საკუთარ კუთვნილებაში არსებული, ზედაპირულად და ღია სივრცეში განლაგებული აღრიცხვის კვანძები და წყალსადენის ქსელები.

ასეთ შემთხვევებში, ასევე რეკომენდებულია, ღამის განმავლობაში მოშვებული იყოს ონკანი წყლის მცირე ჭავლით.

„კომპანიებში აცხადებენ, რომ ამავე პერიოდში, იმ აბონენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან, როგორც საყოფაცხოვრებო, ანუ ფიზიკური პირი, წყლის ჭარბი მოხმარების საფასური აღნიშნული კომპანიების სერვის ცენტრებში განცხადებით მიმართვის საფუძველზე დაუკორექტირდებათ.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, რეკომენდაციის გათვალისწინება აუცილებელია მხოლოდ ღია სივრცეში განთავსებული აღრიცხვის კვანძების შემთხვევაში“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი