სუს-ი - წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის გრიგოლ ივანეიშვილის ბრალდებები ყოველგვარ სამართლებლივ საფუძველს მოკლებულია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ბრალდებები ყოველგვარ სამართლებლივ საფუძველს მოკლებულია. აღნიშნულის შესახებ სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კატეგორიულად უარყოფს წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის ბრალდებებს, რომელიც ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელდა. აღნიშნული ბრალდებები მოკლებულია ყოველგვარ სამართლებლივ საფუძველს, რასაც საქმეზე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გრიგოლ ივანეიშვილის წინააღმდეგ გამოძიება უცხოელი ბიზნესმენის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. მას შემდეგ, რაც უცხოელი ბიზნესმენი მიხვდა, რომ აუქციონის ოფიციალური გადასახადის გარდა, დახმარების სანაცვლოდ, თავისი საკუთარი მიზნებისთვის მოთხოვნილი 250 000 ლარის დამატებით მიცემა, შესაძლოა ყოფილიყო საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი, განცხადებით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი. ამასთან, გრიგოლ ივანეიშვილის ინიციატივით, ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის გადახდის გარანტად უცხოელმა ბიზნესმენმა მისი კუთვნილი ფირმის 16%-იანი წილი გადაუფორმა ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს. დანაშაულის შენიღბვის მიზნით, გრიგოლ ივანეიშვილმა უცხოელ ბიზნესმენთან გააფორმა ფიქტიური სესხის ხელშეკრულება და ამ უკანასკნელს 250 000 ლარი თავისი შვილის ანგარიშზე ჩაარიცხინა. აღნიშნული გადარიცხვის შემდეგ, 2019 წლის 25 იანვარს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. აღსანიშნავია, რომ გრიგოლ ივანეიშვილის საქმეზე დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა, ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუამ, რომელსაც ქრთამის აღებაში დახმარება ედებოდა ბრალად, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება სრულად აღიარა“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე მსჯავრდებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ივანეიშვილი პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას ციხიდან მიმართავს. ციხიდან გამოგზავნილ წერილში ყოფილი თანამდებობის პირი მის მიმართ გამოტანილ უკანონო განაჩენზე საუბრობს და სასამართლოს არაობიექტურობაში ადანაშაულებს.

„ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მას „სასიკვდილო განაჩენი“ – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა - ცრუ ჩვენების საფუძველზე გამოუტანეს.

იხილეთ ვიდეო: სუს-ის განცხადებით, წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ბრალდებები სამართლებლივ საფუძველს მოკლებულია

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ