ზვიად შალამბერიძე ოდესის მერს შეხვდა

ზვიად შალამბერიძე ოდესის მერს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ოდესის მერს გენადი ტრუხანოვს შეხვდა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ოდესის მერიაში გაიმართა და მას ოდესაში საქართველოს კონსული თორნიკე ბერეკაშვილი ესწრებოდა.

„მხარეებმა ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გაღრმავების, დეცენტრალიზაციის და გამოცდილების გაცვლის საკითხები განიხილეს, მათ შორის ტურიზმის და ადმინისტრირების სფეროში.

საუბარი შეეხო ასევე აეროპორტის, ავიამიმოსვლის და დაინტერესებული ტურისტების ქუთაისის მიმართულებით გადამისამართების საკითხებს.

შეხვედრაზე მხარეებმა საპასუხო ვიზიტის თემა განიხილეს, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება.

სახელმწიფო რწმუნებულის და ოდესის მერის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ქუთაისის საერთაშორისო უნივესტიტეტის საკითხი იყო, რომლის შესახებ საუბრის დროსაც ზვიად შალამბერიძემ გენადი ტრუხანოვს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს სექტემბრიდან მიიღებს

თავის მხრივ, გენადი ტრუხანოვმა აღნიშნა, რომ ოდესაში მცხოვრები აბიტურიენტები არჩევანს პოლონურ უნივერსიტეტებზე აკეთებენ და მოხარული იქნება, თუ მიიღებენ შეთავაზებას და ოდესელი ახალგაზრდები ევროპული დონის განათლებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიიღებენ. მისივე თქმით, იმერეთში ვიზიტის დროს ის აუცილებელად ეწვევა უნივერსიტეტს და არსებულ ინფრასტრუქტურას და პირობებს ადგილზე გაეცნობა.

ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ ოდესის მერმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ოდესის ცენტრში ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად მიიწვია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს