ტერაბანკმა 2019 წელი წარმატებული ფინანსური შედეგებით დახურა

ტერაბანკი 2019 წლის ფინანსურ მაჩვენებლებს აქვეყნებს. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ბანკმა ყველა მთავარი პარამეტრის მიხედვით მზარდი და პოზიტიური შედეგები აჩვენა.

2019 წელს ტერაბანკის აქტივების მოცულობამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა, მოგებამ კი — 20 მილიონ ლარს. საცალო სეგმენტზე ბანკის დეპოზიტები 33%-ით, 92 მილიონი ლარით გაიზარდა და აღსანიშნავია, დეპოზიტების ნაზრდით ტერაბანკმა მთლიანად სექტორში მესამე პოზიცია დაიკავა.

პოზიტიური დინამიკაა ნაჩვენები მომგებიანობის პარამეტრების თვალსაზრისითაც. კერძოდ, ROE — 15%, ROA კი — 2,04%. ორივე პარამეტრით ტერაბანკი 10 უმსხვილეს ბანკს შორის მეოთხე ადგილზეა. სტაბილურად იზრდება ტერაბანკის სტრატეგიული სეგმენტის, მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელიც. 2019 წელს ამ მიმართულებით ზრდამ 84 მილიონი ლარი შეადგინა.

გაუმჯობესებული მომგებიანობა და საკრედიტო პორტფელის ხარისხის ზრდა, ასევე კაპიტალისა და ლიკვიდურობის თვალსაზრისით ბანკის მიერ ნაჩვენები შედეგები 2019 წელს საერთაშორისო რეიტინგზეც აისახა. ავტორიტეტულმა სააგენტო Fitch Ratings-მა ტერაბანკს სტაბილური პროგნოზით გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი B + მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო შეფასება ბანკის დადებით ფინანსურ მაჩვენებლებთან ერთად, იმ სტრატეგიასაც ეყრდნობა, რომელიც მცირე თუ საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, მიკრო და საცალო დაკრედიტებას ითვალისწინებს.

„ტერაბანკი სტაბილურად მზარდი და წარმატებული ფინანსური შედეგების წარდგენას განაგრძობს. 2019 წლის მაჩვენებლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მომხმარებლებისთვის საიმედო პარტნიორები ვართ და ჩვენ მიმართ ნდობა მაღალია“,- აღნიშნავს ტერაბანკის გენერალური დირექტორი თეა ლორთქიფანიძე.

2019 წელი ტექნოლოგიური ინოვაციებისა და დისტანციური მომსახურების არხების დახვეწის თვალსაზრისითაც გამორჩეული აღმოჩნდა. ტერაბანკმა ფიზიკური პირებისთვის მობაილბანკი განაახლა და იგი კიდევ უფრო კომფორტული და მრავალფუნქციური გახდა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ინოვაციური ტერა ბოტის დანერგვა, რომელიც პირველი ანალიტიკური ბოტია საქართველოში და მომხმარებლებს ფინანსურ ასისტენტობას უწევს. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს დისტანციურად განხორციელებული ტრანზაქციების წილი 83%-ს შეადგენს.

2019 წელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა ტერაბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა — კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. ზაფხულში ბანკმა საფუძველი ახალ წამოწყებას, ადგილობრივი ტურიზმის მხარდაჭერას ჩაუყარა. წარმატებით განხორციელდა კამპანია „გახდი ტერამოგზაური“, რომელიც ტურიზმის სფეროში მოქმედი ბიზნესების განვითარების ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობდა. ამ მიმართულებით ბანკი სხვადასხვა ინიციატივას სამომავლოდაც გეგმავს.

2020 წელს ტერაბანკის მთავარ სტრატეგიულ სეგმენტად კვლავაც მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება რჩება. გაგრძელდება ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა, ინოვაციური პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზება და დისტანციური არხების განვითარება. იგეგმება კაპიტალის ალტერნატიული წყაროების შექმნაც, კერძოდ, უვადო ბონდების გამოშვება და საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტიდან სუბორდინირებული სესხის მიღება. 2020 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ტერაბანკის ფილიალების განახლებაც დასრულდება.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა