არმაზ ახვლედიანი -  უგუნური, დანაშაულებრივი ქმედებებით ივანიშვილი პროვოცირებას უკეთებს მოვლენების ყველაზე არასასურველი სცენარით განვითარებას

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დირექტორს, არმაზ ახვლედიანს ესაუბრა.

- ბატონო არმაზ, მას შემდეგ რაც სასამართლომ გიგი უგულავას 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით პატიმრობა შეუფარდა, ოპოზიციამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან დიალოგი შეწყვიტა და საპროტესტო აქციები დაანონსა.

უგულავას დაკავების სამართლებრივ და პოლიტიკურ ასპექტებზე უამრავი მოსაზრება გამოითქვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, მაგრამ ფაქტია, რომ მომხდარმა არა მარტო უკანა პლანზე გადაწია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული პროცესი, არამედ შეიძლება ითქვას, საშინაო პოლიტიკაში ახალი რეალობაც კი შექმნა.

მომხდარზე ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაქციასა და მასზე ხელისუფლების კომენტარების თემას ჩვენ აუცილებლად შევეხებით, მაგრამ ჩვენი საუბრი იმის გარკვევით მინდა შემოგთავაზოთ, თქვენ როგორ შეაფასებდით იმ რეალობას, რომელშიც ქართულ პოლიტიკა მას შემდეგ აღმოჩნდა, როცა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ვადა თვის ბოლოს იწურება და უგულავასთავის თავისუფლების აღკვეთის გამო ოპოზიციამ ხელისუფლებასთან დიალოგი შეწყვიტა?

- 2012-ში სამართლიანობის დამყარების ლოზუნგით ხელისუფლებაში მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ მმართველობის დასაწყისშივე მძიმე შეცდომები დაუშვა, გაიმეორა რა წინამორბედის თითქმის ყველა ძირითადი შეცდომა. წლიდან წლამდე დრამატულად იზრდებოდა უფსკრული თავდაჯერებულ მთავრობასა და იმედგაწბილებულ საზოგადოებას შორის.

წარსულის ტრაგიკული, ანომალიური ჩავარდნების უმძიმესი გამოცდილების გაუთვალისწინებლობამ, სამართლისა და სამართლიანობის უგულვებელყოფამ, დემოკრატიული ფასეულობებისთვის ზურგის შექცევამ, კრიტიკული, განსხვავებული აზრის მიუღებლობამ, მოზღვავებულმა კორუფციამ, ეკონომიკურმა რეგრესმა, ხალხის დიდი ნაწილის უკიდურესმა გაჭირვებამ და ქვეყნის სტრატეგიული გეოპოლიტიკური ღერძის გამრუდებამ უკიდურესად დააჩქარა „ოცნების“ გაკოტრება და მისი შეცვლის აუცილებლობა გადაუდებელ ამოცანად აქცია.

2016-ს საპარლამენტო და 2018-ს საპრეზიდენტო არჩევნების ძალადობრივი, უსამარათლო მეთოდებით ჩატარებამ შექმნა უმძიმესი ფონი 2020-ს საპარლამენტო არჩევნების წინ. ნებისმიერი ხერხით ძლაუფლების შენარჩუნების ავადმყოფურმა ჟინმა, „ოცნების“ ლიდერები ჩიხში მოაქცია. ოპონენტების, კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების გაუგონარმა დევნამ „ოცნება“ შავრაზმულ, უკანონო დაჯგუფებად გადააქცია.

2016-ს საპარლამენტო და 2018-ს საპრეზიდენტო არჩევნების ძალადობრივი, უსამარათლო მეთოდებით ჩატარებამ შექმნა უმძიმესი ფონი 2020-ს საპარლამენტო არჩევნების წინ. ნებისმიერი ხერხით ძლაუფლების შენარჩუნების ავადმყოფურმა ჟინმა, „ოცნების“ ლიდერები ჩიხში მოაქცია

ივანიშვილმა რახანია გადაწყვიტა ყველა ძირითადი, მისთვის მიუღებელი ოპონენტისა და ინსტიტუციის განადგურება, რისთვისაც წარმატებით იყენებს ჯიბის სამართალდამცავ სტრუქტურებს, დამონებულ სასამართლოს, დანაშაულებრივ, შანტაჟისა და დანიშების მახინჯ პროპაგანდისტულ მანქანას და ფულის შეუზღუდავ რაოდენობას. უგულავას დაპატიმრებით წინასაარჩევნო ტერორი აქტიურ ფაზაში შევიდა.

უგულავას დაპატიმრებით წინასაარჩევნო ტერორი აქტიურ ფაზაში შევიდა

- ძნელი წარმოსადგენია, რომ „ქარული ოცნების“ ლიდერსა და ხელისუფლების ძალაუფლების განმსაზღვრელ ბიძინა ივანივშვილს არ ესმოდეს თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა უგულავას დაკავებას.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი ქმედებებით ხელისუფლებას ხელოვნურად შეჰყავს პოლიტიკური პროცესები ჩიხში. მეორე ნაწილი თვლის, რომ ივანიშვილის მიზანია სიტუაციის არარაციონალურ რელსებზე გადაყვანა და ისევე როგორც 2012-ში და 2016-ში "სიტუაციის ესკალაცია და შუას გაკრეფა.

რამდენიც არ უნდა იძახონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ უგულავას დაკავებას არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს მტკიცება დამაჯერებლად აშკარად არ გამოიყურება. აშკარაა, რომ რადგან ასეთი მოცემულობა გვაქვს, პოზიციასთან დამოკიდებულებაში ივანიშვილს თავისი გეგმა აქვს და მას თანმიმდევრულად მიჰყვება.

თუ დავუშვებთ რომ ასეა, თქვენი დაკვირვებით ოპოზიციასთან და საერთოდ არჩევნებთან დაკავშირებით სავარაუდოდ რა გეგმები შეიძლება ჰქონდეს მმართველი პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს?

- ივანიშვილის გეგმა საკმარისად ბანალურია, მაგრამ იმავდროულად უკიდურესად მზაკვრულია - მიტაცებული ძალაუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნება უბიძგებს თვითმარქვია მმართველს ზურგი აქციოს დასავლელი პარტნიორების შეგონებასა და მწვავე კრიტიკას, მტრად გამოაცხადოს, დააშინოს, დააშანტაჟოს და დაქსაქსოს ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და დაიქვემდებაროს ყველა მიუღებელი ინსტიტუცია.

ივანიშვილის გეგმა საკმარისად ბანალურია, მაგრამ იმავდროულად უკიდურესად მზაკვრულია - მიტაცებული ძალაუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნება უბიძგებს თვითმარქვია მმართველს ზურგი აქციოს დასავლელი პარტნიორების შეგონებასა და მწვავე კრიტიკას, მტრად გამოაცხადოს, დააშინოს, დააშანტაჟოს და დაქსაქსოს ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და დაიქვემდებაროს ყველა მიუღებელი ინსტიტუცია

ივანიშვილი ალბათ კი აცნობიერებს ამ მზაკვრობის ფასს, თუმცა საუბედუროდ, პოლიტიკურ აგონიაში მყოფი, აღარაფერს ერიდება და მზადაა ფეხქვეშ გათელოს ქვეყნის ისტორიული, სტრატეგიული გეოპოლიტიკური არჩევანიც და ხალხს უბრალოდ წაართვას თავისუფლება და ნორმალურად ცხოვრების პერსპექტივა.

- ის რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნების მოგება უნდა, ეს არც ივანიშვილს და არც მმართველი გუნდის ლიდერშიფს არასდროს დაუმალავს. მაგრამ, ყველა სოციოლოგიური კვლევა, როგორც ამბობენ, მათ შორის თავად მმართველი გუნდის მიერ ჩატარებული კვლევითაც დღევანდელ ხელისუფლებას ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი მხარდამჭერის მობილიზების პრობლემა აქვს.

არადა, ამას წინათ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი 2020 წელს არათუ 60%, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობასაც მიიღებს.

ამის გამო შეიძლება ციხეში აღმოჩდნენ ოპოზიციის სხვა ლიდერები ხაზარაძე, ბოკერია, ანაც კიდევ სხვები, თუ ივანიშვილი ჩათვლის რომ მთელი ოპოზიცია ერთი პოლიტიკური ძალაა და ამგვარი ნაბიჯის გადადგმა აღარ დასჭირდება?

- საკონსტიტუციო უმრავლესობის პერსპექტივის დაანონსებით „ოცნებამ“ თავხედურად გააცხადა აქამდე თითქოს დაფარული გეგმა და უთხრა ყველას, რომ დასახული ამოცანის შესასრულებლად არაფერს მოერიდება.

ფაქტობრივად, სწორედ ამ წუთიდან დაიწყო ივანიშვილის ჩაფიქრებული საარჩევნო ტერორის ათვლა. ივანიშვილის ნება რომ იყოს, ყველას დაიჭერდა, ვინც ვერ მოდრიკა. ის მზადაა შეუზღუდავად დახარჯოს მოპარული ფული უბინძურესი პროპაგანდისტული მანქანის ეფექტურად დასაქოქად, სცადოს მოსყიდვა და მოწყვლადი ჯგუფების მიმხრობა.

ივანიშვილის ნება რომ იყოს, ყველას დაიჭერდა, ვინც ვერ მოდრიკა. ის მზადაა შეუზღუდავად დახარჯოს მოპარული ფული უბინძურესი პროპაგანდისტული მანქანის ეფექტურად დასაქოქად, სცადოს მოსყიდვა და მოწყვლადი ჯგუფების მიმხრობა

- უგულავას დაკავებას ამერიკელი პოლიტიკოსები უკვე გამოეხმაურნენ და საკმაოდ კრიტიკულადაც. სენატორმა ჯიმ რიშმა განაცხადა - „იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველომ გადაწყვიტა გააძლიეროს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციურ პოლიტიკოსებზე“.

ადამ კიზინგერმა კი განაცხადა - „სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის.“ რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის გავლენა მხოლოდ სენატორებისა და კონგრესმენებს წვდება და არა სახელმწიფო დეპარტამენტსა და თეთრ სახლს. ან, ივანიშვილმა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მესიჯი საკმარისად ვერ მიიღო, ან თუ მიიღო, მაინც თავის გეგმას მიჰყვება.

კითხვას კი ასე დავსვამდი - თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ივანიშვილმა ვაშინგტონელ პოლიტიკოსებს თალაკვაძისა და ზალკალიანის პირით პირობა მისცა „ვითარება გამოსწორდებაო“, სავარაუდოდ იგივე უთხრა აშშ-ს ახალ ელჩს საქართველოში, მაგრამ თავის გეგმას მიჰყვება?

- მიზეზი სწორედ ისაა, რამაც ის აიძულა უკან დასახევი გზების განადგურება და დასავლეთთან ათწლეულების მანძილზე ნაშენები სტრატეგიული ხიდების ფაქტობრივი აფეთქება.

დამარცხების პანიკური შიში, ხალხის გარდაუვალი ვერდიქტის მოლოდინი მოსვენებას უკარგავს მას, ვინც აქამდე თავს აჯერებდა, რომ საზოგადოების მოჭარბებული ნდობა ჰქონდა და ყველა ოპონენტი ერთნაირად სუსტი ან სააკაშვილის თანამზრახველი იყო.

ივანიშვილმა თალაკვაძე-ზალკალიანის სამარცხვინო ვიზიტით საბოლოოდ აუხილა თვალი ვაშინგტონს და მკაფიოდ აჩვენა არასაანდოობის, ორპირობისა და ავტორიტარული ზრახვების რეალურობა.

ივანიშვილმა თალაკვაძე-ზალკალიანის სამარცხვინო ვიზიტით საბოლოოდ აუხილა თვალი ვაშინგტონს და მკაფიოდ აჩვენა არასაანდოობის, ორპირობისა და ავტორიტარული ზრახვების რეალურობა

- ვიცით, რომ როცა ამერიკაზე ვსაუბრობთ პრეზიდენტი ტრამპი საერთოდ ცალკე საუბრის თემაა. გამსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „დემოკრატებს“ ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტი ჩაუვარდათ და ახლა შეიძლება ითქვას, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზეც დონალდ ტრამპი საარჩევნო კამპანიის უპირობო ლიდერი იქნება.

ვიცით რომ პრეზიდენტი ტრამპი თავის ტვიტერის გვერდზე საკმაოდ ხმაურიან განცხადებებს აქვეყნებს ხოლმე მსოფლიოს საკმაოდ მნიშვნელოვან პროცესებზე, მათ შორის კოლეგა ლიდერებზე. გაქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა, პრეზიდენტმა ტრამპმა რამე დაწეროს საქართველოზე თავის ტვიტერზე? თუ კი, სავარაუდოდ, რა შინაარსის შეიძლება იყოს მისი აზრი საქართველში მიმდინარე მოვლენებზე?

- პრეზიდენტი ტრამპი აკვირდება ივანიშვილის ამ ავანტიურას - უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან დაწყებული გაუგონარი თამაში და საკუთარი ხალხის მტკიცედ გაცხადებული ნების სრული უგულველყოფა, სულ უფრო და უფრო ამძაფრებს ვაშინგტონში უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა თანმიმდევრულ, მწვავე და შედეგზე გათვლილ განცხადებებს.

ახლა უკვე ცხადია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ დაუშვებს ივანიშვილის მიერ მიტაცებული მმართველობის, საქართველოში კრემლის სახიფათო გეგმის საბოლოო რეალიზებისა და „ოცნების“ მიერ ამერიკის სტრატეგიული ინტერესების იგნორირებას.

ტრამპის ადმინისტრაცია არ დაუშვებს ივანიშვილის მიერ მიტაცებული მმართველობის, საქართველოში კრემლის სახიფათო გეგმის საბოლოო რეალიზებისა და „ოცნების“ მიერ ამერიკის სტრატეგიული ინტერესების იგნორირებას

- ოპოზიციამ ხელისუფლებასთან დიალოგი კი შეწყვიტა და საპროტესტო აქციები დაანონსა, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიციაში აქტიურად განიხილავდნენ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს.

გარდა იმისა, რომ ოპოზიცია არ აპირებდა ხელისუფლებასთან 100/50-ზე საუბარს, თავად აპირებდა ისეთი სისტემის შეთავაზებას, რომლითაც საქართველოში ხელისუფლების გადანაწილების სისტემური საშუალება გაჩნდებოდა.

კონსტიტუციონალისტმა ლევან ბოძაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა - „დასავლეთის ამოცანაა საქართველოში ხელისუფლების გადანაწილების სისტემური საშუალება გაჩნდეს“.

მისივე თქმით, დასავლეთში არ სურთ საქართველოში ძალაუფლება იმდენად იყოს ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალის ხელში თავმოყრილი, რომ ერთ დღესაც, მართლაც სრულად რუსეთისკენ რომ გადაწყვიტოს ამა თუ იმ ხელისუფლებამ წასვლა, მისი შემაკავებელი სისტემური, სახელისუფლებო მექანიზმი არ არსებობდეს და მხოლოდ ქუჩის აქციების იმედად იყოს დარჩენილი.

თქვენი დაკვირვებით, თუ ოპოზიციამ ვერ შეძლო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის შეთანხმება, როგორი იქნება ამაზე ხელისუფლების რეაქცია?

- სამართლიანი არჩევნებით დანაშაულებრივი რეჟიმის დასამარცხებლად გაერთიანებული ასე ნანატრი ოპოზიციური ერთობის საარჩევნო სტრატეგია რახანია ცნობილია.

“ოცნებაში“ იაზრებენ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ოპოზიციისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მიუხედავად, მზადაა მხარი დაუჭიროს მას ივანიშვილის დანაშულებრივი გეგმების და ქმედებების შესაჩერებლად.

“ოცნებაში“ იაზრებენ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ოპოზიციისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მიუხედავად, მზადაა მხარი დაუჭიროს მას ივანიშვილის დანაშულებრივი გეგმების და ქმედებების შესაჩერებლად. სწორედ ეს იწვევს ხელისუფლების ასეთ ფართომასშტაბიან სადამსჯელო შეტევას ოპოზიციის ლიდერებზე

სწორედ ეს იწვევს ხელისუფლების ასეთ ფართომასშტაბიან სადამსჯელო შეტევას ოპოზიციის ლიდერებზე და მის სრულიად არაადეკვატურ დამოკიდებულებას ქვეყნის გარედან თუ შიგნიდან მომავალ სამართლიან, კრიტიკულ მოთხოვნებზე.

- ისე ვითადება პროცესები, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან 2020 არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის აღიარების პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანი შეიძლება აღმოჩნდეს.

ეს რომ პრაქტიკულად ავტომატურად ნიშნავს მოვლენათა რევოლუციური სცენარით განვითარებას, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს. არადა, ხელისუფლება კარგა ხანია მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს იმაში, რომ იგი საქართველოში რევოლუციას ამზადებს.

ცალკე საუბრის თემაა ის, რომ სააკაშვილმა უკვე განაცხადა, რომ „ნაციონალებს“ ემიჯნება და ცალკე შტაბს ქმნის. რაც წარმოუდგენელია ოპოზიციის ერთიანობასა და ძლიერებაზე არ აისახოს.

თუ მთლად არა, რჩება შთაბეჭდილება, ან გამოდის, რომ ივანიშვილს და სააკაშვილს მოვლენათა რევოლუციური სცენარით განვითარების გეგმები აქვთ. რაც ძნელად წარმოსადგენია. ან, ივანიშვილი ნებსით თუ უნებლიეთ ხელსაც კი უწყობს სააკაშვილს მოვლენათა რევოლუციური სცენარით განვითარებაში.

არსებული მოცემულობის ამგვარი აღქმა რამდენად შეიძლება იყოს საფუძვლიანი?

- უგუნური, დანაშაულებრივი ქმედებებით ივანიშვილი პროვოცირებას უკეთებს მოვლენების ყველაზე არასასურველი სცენარით განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ჯანსაღი ოპოზიციური ძალები, საზოგადოება და დასავლელი მოკავშირეები არ დაუშვებენ პროცესის საკონსტიტუციო, სამართლებრივი ჩარჩოდან ამოვარდნას და არც ივანიშვილის გაცხადებულ, ქვეყნისთვის მეტად საშიშ გეგმას, არც ნებისმიერი ოპონენტის შესაძლო ავანტიურას არ მიეცემა განხორციელების შესაძლებლობა.

უგუნური, დანაშაულებრივი ქმედებებით ივანიშვილი პროვოცირებას უკეთებს მოვლენების ყველაზე არასასურველი სცენარით განვითარებას

“ოცნებას“ შეეძლო „ნაცმოძრაობის“ მსგავსად დარჩენილიყო პოლიტიკური პროცესის ერთ-ერთ მონაწილედ, თუმცა ამის პერსპექტივა, ისევე როგორც სააკაშვილის გამარჯვების შანსი, ჩემი დაკვირვებით არარეალურია.

სააკაშვილს შეუძლია კონსტრუქციული წვლილი შეიტანოს არსებული ანომალიური ვითარების გამოსწორებაში, რაც მას მიცემდა შანსს, რომ შეძლებისდაგვარად გათავისუფლებულიყო წარსულის უმძიმესი ტვირთისგან და სამომავლოდაც გარკვეული ლეგიტიმური ადგილი დაემკვიდრებინა საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ივანიშვილსაც ერთად-ერთი შესაძლებლობა რჩება საკუთარი უკიდურესად დაზიანებული იმიჯისა და მეტ-ნაკლებად ღირსეული მომავლის გადასარჩენად - დაუყოვნებლივ გადადგას რეალური ნაბიჯები არჩვნების სამართლიან გარემოში ჩასატარებლად და შემდეგ თავად, პიროვნულად, სრულად ჩამოშორდეს პოლიტიკურ პროცესს.

ივანიშვილსაც ერთად-ერთი შესაძლებლობა რჩება საკუთარი უკიდურესად დაზიანებული იმიჯისა და მეტ-ნაკლებად ღირსეული მომავლის გადასარჩენად - დაუყოვნებლივ გადადგას რეალური ნაბიჯები არჩვნების სამართლიან გარემოში ჩასატარებლად და შემდეგ თავად, პიროვნულად, სრულად ჩამოშორდეს ოლიტიკურ პროცესს

დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება აღარასოდეს დაუშვებს სააკაშვილ-ივანიშვილის დანაშაულებრივი ექსპერიმენტების გამეორებას და 2020-ს და მომდევნო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მისულ ჯანსაღ, ეროვნულ, კეთილგონიერ ძალებთან ერთად შეძლებს ანომალიური ჩაკეტილი წრის გარღვევის და ქვეყნის სწორი განვითარების შეუქცევადი პროცესის დაწყებას.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო