გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ მოწოდებაზე - კრიტიკის მთელი ტალღა და უმძიმესი შეფასებები მიიღეს და ახლა აქედან გამოძრომას იაფფასიანი, უნიჭო „კლოუნადით“ ცდილობენ

კრიტიკის მთელი ტალღა და უმძიმესი შეფასებები მიიღეს ქვეყნის შიგნით და გარეთ. ახლა აქედან გამოძრომას ამ იაფფასიანი, უნიჭო „კლოუნადით“ ცდილობენ, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს დიალოგის გაგრძელების მოწოდების თაობაზე.

როგორც გიგა ბოკერია აღნიშნავს, „ქართული ოცნება" მოლაპარაკებიდან თავად გავიდა ივანიშვილის დავალებით და პროცესების ნორმალიზაციას პოლიტიკური დევნის შეწყვეტითა და დაპირებული საარჩევნო სისტემის დაბრუნებით შეძლებენ.

„მოლაპარაკებებიდან გავიდა ივანიშვილის მასხარების გუნდი და ეს ყველა „კლოუნი“, ვინც ახლა პიარ-მცდელობას აკეთებს, რომ ვითომ დიალოგი სურთ. თვითონ თქვეს, რომ არაფერზე წამსვლელები აღარ არიან და თვითონ გააგრძელეს ეს ძალადობა. ამიტომ მათ დაეკისრათ პასუხისმგებლობა და ქვეყნის შიგნით და გარეთ კრიტიკის მთელი ტალღა და უმძიმესი შეფასებები მიიღეს. ახლა აქედან გამოძრომას ცდილობენ ამ იაფფასიანი, უნიჭო „კლოუნადით“, რაც ახასიათებთ ხოლმე პოლიტიკურ მასხარებს.

კარგად იციან, ნორმალიზაციას რა სჭირდება - სჭირდება, რომ დაღვრილი სისხლის შემდეგ საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულება შეასრულონ იმ გონივრული კომპრომისით მაინც, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ; სჭირდება, რომ პოლიტპატიმრები გაუშვან და დაასრულონ ძალადობა და პოლიტიკური დევნა, რომ ნორმალური ან შედარებით ნორმალური არჩევნები ჩატარდეს და მერე წინასწარ შეეგუონ, რომ ხალხის პოლიტიკურ განაჩენს მიიღებენ, ანუ დაკარგავენ ძალაუფლებას ჩემი და საზოგადოების დიდი ნაწილის ღრმა რწმენით. მაგრამ ამისთვის ჯერ მზად არ არიან, ასლან აბაშიძის პოლიტიკის უგუნურ, უტიფარ ფაზაში არიან. სანამ ასეა, რამდენი პიარიც არ უნდა ატარონ, მათზეა პასუხისმგებლობა და ნებისმიერ სცენარში მწარედ დამარცხდებიან,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციას დიალოგის მაგიდასთან იწვევს.

„მიგვაჩნია, რომ დიალოგს და კონსენსუსს ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის როგორც საზოგადოების მოლოდინი, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, რაც პროცესების სტაბილიზაციასა და არსებული გამოწვევების მშვიდობიანი, კონსტრუქციული გზით გადაწყვეტას გულისხმობს. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს საელჩოს, რომელიც როგორც ოპოზიციას, ასევე ჩვენც მოგვიწოდებს დიალოგისკენ და კვლავაც მზად არის ერთგვარი შუამავლის როლი შეასრულოს პოლიტიკური დიალოგის პროცესში”,-აღნიშნა მდინარაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ