არჩილ თალაკვაძე - ამერიკელ კოლეგებს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, თავისუფლად და გამჭვირვალედ

ამერიკელ კოლეგებს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რა საარჩევნო მოდელიც არ უნდა იყოს შერჩეული, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, თავისუფლად და გამჭვირვალედ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განუცხადა. მისი თქმით, ამერიკაში მმართველი გუნდის წევრების ვიზიტი საქართველოს აუცილებლად გამოადგება.

თალაკვაძის განცხადებით, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

„შევხვდი კონგრესის წევრებს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ბიზნეს-სექტორს. ვთვლი, რომ ეს სამუშაო ვიზიტი ჩვენს ქვეყანას აუცილებლად გამოადგება. კიდევ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი გვაქვს დაგეგმილი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკა ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენი ქვეყნის ორმხრივ ურთიერთობებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. საქართველოს ევროატლანტიკურ დღისწესრიგს, საქართველოს განვითარებას, ჩვენს პრიორიტეტებს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა აქვს აშშ-ში. რაც შეეხება კონგრესმენების მიერ დასმულ კითხვებს, ჩვენ გვქონდა დეტალური საუბარი თითოეულ საკითხზე და მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო აგრძელებს თავისი დემოკრატიისა და ინსტიტუტების გაძიერებას. ამერიკელ კოლეგებს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რა საარჩევნო მოდელიც არ უნდა იყოს შერჩეული, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, თავისუფლად და გამჭვირვალედ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო