დავით სონღულაშვილი უგულავას საქმეზე - მზად ვართ, ევროპარლამენტის ფაქტების შემსწავლელი მისიის წვერებს ვთხოვოთ, გაგვიწიონ დახმარება ამ საკითხის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმოსაჩენად

საკითხისადმი არსებული დიდი პოლიტიკური ინტერესიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია, დაგიდასტუროთ ჩვენი მზაობა უგულავას საქმის ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი საკითხის ღიაობასთან დაკავშირებით,- აღნიშნული განცხადება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა სხდომაზე გააკეთა.

"ჩვენს მიზანს წარმოადგენს სამართლიანი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა და შესაბამისად, მზად ვართ, ევროპარლამენტის ფაქტების შემსწავლელი მისიის წვერებს ვთხოვოთ, გაგვიწიონ დახმარება ზემოაღნიშნული საკითხის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმოსაჩენად, რამეთუ თავიდან ავიცილოთ შესაძლო პოლიტიკური სპეკულაციები - ეს ყველაზე მეტად ჩვენს ინტერესშია“, -განაცხადა სონღულაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენელმა ევროპარლამენტს ასევე, თხოვნით მიმართა, რომ თბილისში დაწყებული პოლიტიკური დიალოგი კვლავ მიეცეს მსვლელობას.

„ ევროპარლამენტს გააჩნია დიალოგის ძალიან კარგი პლატფორმა, სახელად „Gean Monet“. ჩვენ აგრეთვე მზად ვართ, დახმარების ხელი ვითხოვოთ ევროპარლამენტისგან, რათა თბილისში დაწყებული პოლიტიკური დიალოგი კვლავ მიეცეს მსვლელობას. ეს ჩვენი და ჩვენი ევროპული ოჯახის საერთო ინტერესებშია“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ