კომპანია Domson’s Engineering & Construction-მა Forbes Georgia-ს 2019 წლის დაჯილდოებაზე Property-ს ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალს, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ მსოფლიოს წამყვანი ბიზნესგამოცემის - Forbes Georgia-ს ბიზნეს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. Forbes Property-ის ნომინაციაში გამარჯვებულად კომპანია Domson's Engineering & Construction-ი დასახელდა.

კომპანია ელექტრო მექანიკური საინჟინრო სამუშაოების მიმართულებით ქართული ბაზრის ლიდერია. 2019 წლიდან სამშენებლო მიმართულების აქტიური განვითარებით, კომპანია მომხმარებელს მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს, რაც გულისხმობს ​პროექტირებას, სამშენებლო-საინჟინრო სამუშაოებს და კონსულტაციას სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით. Domson’s Engineering & Construction-ის პროექტები თანამედროვე სამშენებლო მეთოდოლოგიით, ინოვაციური საინჟინრო გადაწყვეტებით და მაღალ-ეფექტური მასალების გამოყენებით გამოირჩევა. მიმდინარე პროექტებზე დღეის მდგომარეობით 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

განვითარებულ ქვეყნებში ენერგოეფექტური შენობების კონცეფცია უფრო და უფრო აქტუალური ხდება. Domson’s Engineering & Construction-ი ამ მიმართულებითაც მოწინავე პოზიციებზეა, რასაც მათ მიერ რეგიონალური მასშტაბის პროექტებში დანერგილი, იაპონური ბრენდი Daikin-ის A+ კლასის ენერგოეფექტურობის მქონე სისტემები ადასტურებს.

Daikin-ი ​კონდიცირებისა და ვენტილაციის მიმართულებით მსოფლიოს ნომერ პირველ ბრენდს წარმოადგენს, რომლის წლიური ბრუნვა 24 მილიარდ დოლარს შეადგენს და საერთაშორისო მასშტაბით 70,000 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. Domson’s Engineering & Construction-ი 2012 წლიდან წარმოადგენს აღნიშნულ ბრენდს საქართველოში და ზედიზედ მეორე წელია ​ხდება საუკეთესო დისტრიბუტორი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით.

Domson’s Engineering & Construction-მა საკუთარი სასტუმრო კომპლექსის და ელიტარული ვილების მშენებლობა დაიწყო. პროექტი კახეთში, 10 ჰექტარის ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე განთავსდება, სადაც ასევე ვენახების გაშენება და ღვინის წარმოება იგეგმება. აღნიშნული დეველოპერული პროექტის ინვესტიცია 20 მილიონ ლარს შეადგენს.

Domson’s Engineering & Construction-ი თანამშრომლობს ისეთ მსხვილ კომპანიებთან, როგორიცაა „თანაინვესტირების ფონდი“, „აი-ჯი დეველოპმენტი“, „სილქ როუდ ჯგუფი“, „ევექსი“, „თიბისი“ და „ალიანს ჯგუფი“. კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტების რიცხვს მიეკუთვნება „სითი მოლის“ სავაჭრო ცენტრები, „ევექსის“ კლინიკები, „რედისონის ივენთ ჰოლი“, „კარფურის“ ჰიპერმარკეტები და ა.შ.

რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, კომპანია კომპლექსი „პანორამა თბილისი“-ის, რამოდენიმე ხუთვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმროს, A კლასის ბიზნეს ცენტრის და „მაკდონალდსის“ საერთაშორისო სტანდარტების საწარმოს სამშენებლო-საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებს.

2020 წელს „დომსონი“ თავისი მომსახურების გატანას საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ უზბეკეთში გეგმავს, სადაც კომპანია ოფისს გახსნის. პირველი პროექტი, საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო იქნება, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წელს დაიწყება.

(R)

გია ხუხაშვილი - ხელისუფლების დღის წესრიგი მორგებულია არჩევნებს, სამწუხაროდ, არ ფიქრობს ეკონომიკაში სისტემური ცვლილებების განხორციელებაზე და თვითგადარჩენის რეჟიმზეა გადასული
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ