ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვა სწრაფად და იაფად იქნება შესაძლებელი

დღეიდან, საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესით, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვას უპრეცენდენტოდ სწრაფად და დაბალი ტარიფებით შეძლებთ. აქციის ფარგლებში, თებერვლის ბოლომდე, შეღავათიანი გადარიცხვის საკომისიოც იმოქმედებს.

სააქციო ტარიფი:

1€-დან 10 000€-მდე - 1€

ტარიფი აქციის დასრულების შემდეგ:

1€-დან 1 000€-მდე - 7€

1 001€-დან 10 000€-მდე - 10€

10 001€-დან - 15€

თანხის გადარიცხვა მოხდება, როგორც ევროდან - ევროში, ისე სხვა ვალუტებიდან ევროში, საუკეთესო კურსით.

ინტელიექსპრესი, როგორც ევროკავშირში ლიცენზირებული საფინანსო ინსტიტუტი და PSD2 ლიცენზიის მფლობელი, მუდმივად აფართოვებს თავის მომსახურებისა და პროდუქტების არეალს. ამჯერად კი გთავაზობთ ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვას. თანხის ჩარიცხვა ხდება უმოკლეს ვადაში - მაქსიმუმ 1 სამუშაო დღის განმავლობაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თანხას აღარ დასჭირდება დაზღვევა და ამაში დამატებითი ფულის გადახდა, რადგან ევროპულ ბანკებში აისახება ზუსტად მომხმარებლის სასურველი თანხა, ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე.

ინტელიექსპრესი პირველი ქართული ფულადი გზავნილების სისტემაა, რომელიც ლიცენზირებულია ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, უკრაინასა და სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. იგი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი როგორც – საკუთარი ფილიალების მეშვეობით, ასევე პარტნიორი ბანკებითა და აგენტების ქსელით. დღეისათვის ინტელექსპრესი წარმოადგენს სოლიდურ ფინანსურ დაწესებულებას, რომელიც თავის კლიენტებს სთავაზობს სხვადასხვა ფინანსურ მომსახურებას, მათ შორის ფულადი გზავნილების განხორციელებას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში და კვლავ აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას სხვადასხვა სერვისებისა და ქსელის გაფართოებაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ინტელიექსპრესის ვებგვერდი

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 32 2 49 25 25

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა