„მაკდონალდს საქართველო“ ირჩევს HAVI-ს, როგორც სანდო ლოგისტიკურ პარტნიორს

„მაკდონალდს“ საქართველო მსოფლიოში აღიარებულ საერთაშორისო კომპანია HAVI ლოგისტიკთან გრძელვადიან თანამშრომლობას იწყებს. კომპანია HAVI უზრუნველყოფს მაკდონალდსის რესტორნების ქსელის მომარაგების მართვას. ამასთან დაკავშირებით კომპანიებს შორის პარტნიორული ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულება 12 თებერვალს გაფორმდა.

ღონისძიებას „მაკდონალდს“ საქართველოს პრეზიდენტი თემურ ჭყონია, კომპანიის მმართველი დირექტორი თენგიზ კაპანაძე, HAVI ლოჯისტიკის ვიცე პრეზიდენტი ქრისტიან ნოვაკი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ასევე კომპანიის მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო კომპანია HAVI მაკდონალდსის კორპორაციას 45 წელია ლოგისტიკურ სერვისს უწევს და იგი მიჩნეულია, როგორც საუკეთესო პარტნიორი და მაღალი რეპუტაციის მქონე, სანდო და საიმედო საერთაშორისო ლოგისტიკური პროვაიდერი.

„გვეამაყება, რომ ისეთი მაღალი დონის კომპანია, როგორიც HAVI ლოგისტიკია, საქართველოში იწყებს ოპერირებას. HAVI მაკდონალდსის ქსელს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში უწევს პარტნიორობას, 2020 წლიდან კი ამ რიცხვს საქართველოც უერთდება. კომპანიის უცხოელი წარმომადგენლები პირადად უხელმძღვანელებენ და წარმართავენ მაკდონალდსის რესტორნების მომარაგების პროცესს, დანერგავენ უახლეს სტანდარტებს და უმაღლეს ხარისხს “.- აცხადებენ კომპანიაში.

HAVI ლოგისტიკი წარმოადგენს საერთაშორისო კომპანიას, რომელიც უზურნველყოფს წამყვანი ბრენდებისათვის ლოგისტიკურ მომსახურებას 100-ზე მეტ ქვეყანაში. იგი დაფუძნებულია 1974 წელს და აერთიანებს 10 000 მდე დასაქმებულ ადამიანს.

„მაკდონალდს“ საქართველო მომსახურებით და ინოვაციების დანერგვის კუთხით ევროპაში გამორჩეულია. კომპანიამ უმაღლესი სტანდარტების დანერგვის ვერიფიკაცია 2018 წელს წარმატებით გაიარა და ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია დაიკავა. მიღებული შედეგის მიხედვით, საქართველოს მაკდონალდსი მომსახურების მხრივ, ისეთ ქვეყნებს შორისაა წარმოდგენილი, როგორებიცაა ავსტრია და პორტუგალია.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა