აღმაშენებლის ხეივანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, აღმაშენებლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, აღმაშენებლის ხეივანზე ერთმანეთს ოთხი ავტომობილი- ორი მსუბუქი მანქანა, ერთი მიკროავტობუსი და ერთი ტაქსი შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02
აღმაშენებლის ხეივანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, აღმაშენებლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, აღმაშენებლის ხეივანზე ერთმანეთს ოთხი ავტომობილი- ორი მსუბუქი მანქანა, ერთი მიკროავტობუსი და ერთი ტაქსი შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ