ქეთევან ციხელაშვილი - ახალგორის მიმართულებით გადასასვლელი უფრო ხშირად დაკეტილი იყო, ვიდრე გახსნილი, შეზღუდვები უნდა დასრულდეს

წინა წლის განმავლობაში ახალგორის მიმართულებით გადასასვლელი უფრო ხშირად დაკეტილი იყო, ვიდრე გახსნილი. შეზღუდვები უნდა დასრულდეს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟენევის თანათავმჯდომრეების ცხინვალში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დე ფაქტო რეჟიმის მხრიდან ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნაზე წინაპირობების დაყენება მშვიდობიანი მოსახლეობის ტყვედ აყვანას ნიშნავს.

„იცით, რომ ჟენევის თანათავმჯდომარეები პერიოდულად სტუმრობენ საქართველოს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებს. არ ვიცი, ეს რამდენად შეუწყობს ხელს იმის გააზრებას დე ფაქტო გადაწყვეტილებების მიმღებების მხრიდან, თუ რამდენად მძიმეა ამ გადაწყვეტილებების შედეგად დამდგარი მდგომარეობა მოსახლეობისთვის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გაიგონ სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობისგან. იცით, რომ თანათავმჯდომარეები წარმოადგენენ ევროკავშირს, ეუთო-ს, გაერო-ს. ეს არ არის ერთი პიროვნების ხმა, ეს არის ამ ორგანიზაციების ხმა და პოზიცია იმაზე, რომ მიუღებელია გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვა, მოსახლეობის იზოლაცია და მათი ფაქტობრივ ტყვეობაში მოქცევა. წინა წლის განმავლობაში ახალგორის მიმართულებით გადასასვლელი უფრო ხშირად დაკეტილი იყო, ვიდრე გახსნილი. შეზღუდვები უნდა დასრულდეს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ამგვარი წინაპირობების დაყენება მშვიდობიანი მოსახლეობის ტყვედ აყვანას ნიშნავს.

ასევე ვისაუბრეთ იმაზე, როგორ შეიძლება ჰუმანიტარული მდგომარეობის შემსუბუქება, რა მექანიზმები შეიძლება ამოქმედდეს ჟენევის ხაზით, რომ უშუალოდ ჰუმანიტარული სიტუაცია გაუმჯობესდეს და მოსახლეობას ადგილზე ჰქონდეს წვდომა მედიკამენტებსა და საკვებზე“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ