დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები განხორციელდა

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი საჯიდ ჯავიდი თანამდებობიდან გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ჯავიდს უთხრა, რომ შეეძლო პოსტზე დარჩენილიყო, თუმცა მრჩევლები უნდა შეეცვალა, რაზეც ჯავიდმა უარი თქვა და აღნიშნა, რომ „არც ერთი მინისტრი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, ამ პირობებს არ მიიღებდა“. საჯიდ ჯავიდს ჯონსონმა უკვე მოუძებნა შემცვლელი - სახაზინო მდივანი რიში სუნაკი.

ამის გარდა, დიდი ბრიტანეთის მთავრობაში სხვა ცვლილებების განხორციელდა: შეიცვალა კულტურის მინისტრი და თანამდებობა მთავარმა ხაზინადარმა ოლივერ დოუდენმა დაიკავა, თანამდებობიდან გათავისუფლდა ჩრდილოეთ ირლანდიის მინისტრი ჯულიან სმიტი და ბიზნესის საკითხებში მდივანი ანდრეა ლიდსომი, ასევე საბინაო საკითხთა მინისტრი ესტერ მაკვეი. გარემოს დაცვის მინისტრი ტერეზა ვაილერსი ჯორჯ იუსტისმა ჩაანაცვლა. გადადგომა სთხოვეს გენერალურ პროკურორს ჯეფრი კოქსს, რომლის ადგილს სუელა ბრავერმანი დაიკავებს.

პოსტებს ინარჩუნებენ საგარეო საქმეთა მდივანი დომინიკ რააბი და შინაგან საქმეთა მდივანი პრიტი პატელი. პოსტზე რჩება ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰენკოკი.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ეს პირველი მასშტაბური სამთავრობო ცვლილებებია, მას შემდეგ, რაც 2019 წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის „კონსერვატიულმა“ პარტიამ გამარჯვება მოიპოვა, რითიც 31 იანვარს ბრექსითის გაფორმებისთვის საჭირო სამართლებრივი ბერკეტები მოიპოვა.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად