"ევრონიუსის" აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ პიტერსმა ქართულ მედიას "ევრონიუს საქართველოს" მთავარი რედაქტორი წარუდგინა

ის, რომ საქართველოში ახალი საინფორმაციო ევროპული არხი შემოდის, ჯერ კიდევ გასულ წელს ზაფხულში აცნობა საზოგადოებას "სილქნეტმა". "ევრონიუს საქართველო" მაუწყებლობის დასაწყებად ემზადება. საქართველოში იმყოფება არხის გენერალური დირექტორი მაიკლ პიტერსი. იგი თბილისს ამჯერად ნახევრად ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა და ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. მან შეკრებილ სტუმრებს საქართელოში "ევრონიუს საქართველოს" მზადების შესახებ უამბო და მნიშვნელოვანი სიახლეც აუწყა: "ევრონიუსმა" საქართველოში არხის მთავარი რედაქტორი შეარჩია. ეს გახლავთ ვასილის ბიცისი, რომელსაც "ევრონიუსში" მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, ამჟამად იგი "ევრონიუსის" ბერძნული სამსახურის ხელმძღვანელია.

როგორც შეხვედრაზე "სილქნეტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა აღნიშნა, ეს ტელევიზია ყველასთვის იქნება. ჩვენი ეს პარტნიორობა "ევრონიუსთან" იქნება ხალხის სამსახურში, ისევე როგორც "სილქ როუდ ჯგუფის" წევრი ყველა კომპანია. მჯერა, რომ ეს პროექტი იქნება წარმატებული და განსაკუთრებით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს იქნება საყოველთაო ტელევიზია, ყველა აზრისა და შეხედულების მქონე ადამიანისთვის, რასაც "ევრონიუსი" ამბობს: ანუ-all views, all voices, all welcome (იგულისხმა "ევრონიუსის" მთავარი ფასეულობა).

"ევრონიუსის" პოლიტიკის თანახმად, არხის მთავარ რედაქტორს ყველა ქვეყანაში თავად "ევრონიუსის" ხელმძღვანელობა ნიშნავს და ამით "ევრონიუსის" უმთავრეს ფასეულობას იცავს - არხის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას. „ყველა მოსაზრება, ყველა ხმა - All News All Views”, "ევრონიუსის" ამ უმთავრეს განაცხადს ეფუძნება საქართველოს "ევრონიუსიც" - Euronews Georgia.

მაიკლ პიტერსის გრაფიკი ნომერ პირველი ევროპული საინფორმაციო არხის გენერალური დირექტორისთვის შესაფერისია - საკმაოდ გადატვირთული. თუმცა, იგი სრულიად განსხვავებული საქმიანობისთვისაც პოულობს დროს. არაოფიციალურ კოქტეილის საღამოზე მისულ სტუმრებს სიურპრიზი დახვდათ. მას შემდეგ, რაც არხის ადგილობრივ მენეჯმენტთან და "სილქნეტის" დამფუძნებელთან, გიორგი რამიშვილთან ერთად არხის სიახლე აუწყა და წარუდგინა ახლად დანიშნული მთავარი რედაქტორი, DJ-ის პულტთან თავად დადგა და სტუმრებს ყველასთვის ცნობილი ჰიტების არაჩვეულებრივი მიქსი შესთავაზა.

როგორც აღმოჩნდა, მაიკლისთვის ეს მხოლოდ ჰობი არ არის და იგი სხვადასხვა დროს პროფესიონალი დიჯეების გვერდით კლუბებში „დიიფ ჰაუსს“ უკრავს. ხოლო თბილისში გამართული საღამოს სტუმრებს გასართობი რეპერტუარი შეურჩია, რითაც იზრუნა, იმაზე, რომ მუსიკის ნებისმიერი მოყვარულისთვის მისაღები ყოფილიყო. სტუმრები "ევრონიუსის" გენერალური დირექტორის ამ უცნობი მხარის აღმოჩენით აღფრთოვანებული დარჩნენ და როგორც გაირკვა, კლუბს შაბათსაც ეწვევიან, სადაც მაიკლი უკვე მოწვეული DJ-ის ფორმატში დაუკრავს.

"ევრონიუსის" აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს მალე დატოვებს. მას და "ევრონიუს საქართველოს" დატვირთული გრაფიკი აქვთ. არც ისე დიდი დრო დარჩა საქართველოში ახალი საინფორმაციო არხის მაუწყებლობის დაწყებამდე.

(R)

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
ადგილობრივი სასტუმროების ჯგუფური და ინდივიდუალური დაჯავშნის ონლაინ პლატფორმა HOTEL HUB GEORGIA ბაზარზე ოპერირებას ამიერიდან HOTEL HUB GROUP-ის სახელით გააგრძელებს
„ბადაგონს“ საუკეთესო ქართული ღვინის კომპანიის სტატუსი მიენიჭა
GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა
სამსუნგმა Galaxy S20 სერია წარადგინა
PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“
BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა