ჩინეთის მთელ ტერიტორიაზე კორონავირუსით დაავადებულთა შორის მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა 15.9 %-დან 7.2 %-მდე შემცირდა

ბოლო სამი კვირის განმავლობაში, კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს შორის, მძიმე ავადმყოფების პროცენტული მაჩვენებელი, ჩინეთის ტერიტორიაზე, 15.9 %-დან 7.2 %-მდე შემცირდა, რაც დაავადებასთან ბრძოლის ეფექტურ ძალისხმევას უკავშირდება. ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელმა მი ფენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მაგალითისთვის, ქალაქ უხანში, 28 იანვარის მდგომარეობით, ვირუსით დაავადებულთა შორის, მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა 32.5 %-ს შეადგენდა, 15 თებერვლის მონაცემებით, ამ რაოდენობამ 21.6 % შეადგინა. ქალაქ ხუბეეში 27 იანვრის მონაცემებით, მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა დაავადებულთა 18.4 %, 15 თებერვლის მონაცემებით კი 11.1 %, მთლიანად ქვეყანაში კი, მათი რაოდენობა 15.9 %-დან 7.2 %-მდე შემცირდა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ პროფილაქტიკისკენ მიმართულმა ძალისხმევამ და დაავადებასთან ბრძოლამ შედეგი გამოიღო", - განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს