ალექსანდრე თვალჭრელიძე - ყველაზე უფრო საგულისხმოა, აშშ-ს ახლად დანიშნული ელჩის დუმილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაშინგტონი ყოყმანობს, რომელ პოლიტიკურ ძალაზე დადოს ფსონი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, საარჩევნო სიტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყდა, რაც უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის გიგი უგულავას მიმართ თავისუფლების აღკვეთის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მხარეებს კონსენსუსის მოძებნისკენ მოუწოდებენ და აგრძელებენ არა მარტო უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებების კეთებას.

მიუხედავად ამისა, ხელისუფლება კვლავ აცხადებს, რომ იგი ოპოზიციიდან ელოდება პასუხს მისსავე შეთავაზებაზე 100/50-ზე. არადა, ამ შეთავაზებაზე ოპოზიციას კარგა ხანია უარი აქვს ნათქვამი. შეიძლება ითქვას, რომ შიდა პოლიტიკაში აშკარად ახალი და არასახარბიელო რეალობაა შექმნილი.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმ ვითარებას, რომელშიც ახლა უგულავას დაპატიმრების შემდეგ, იგივე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების შეწყვეტა ჰქვია?

- პოლიტოლოგი არა ვარ, ამიტომ ჩემი პასუხები აღიქვით როგორც უბრალო მოქალაქის აზრი. ამას იმისთვის ვუსვამ ხაზს, რომ მავანმა არაკომპეტენტურობა არ დამაბრალოს.

ეხლა არსებითი. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი საარჩევნო სივრცე დიდწილად ორ ბანაკად, ორ ფრთადაა გახლეჩილი, სადაც დაძაბულობის პოლუსებს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნიან. ამიტომ ასეთი პოლარიზაცია, როგორი პარადოქსულიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ორივე ამ ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულ ძალას აწყობს. სწორედ ასეთ სივრცეში, არსებითი პოზიტიური იდეების დრამატულად მცირე ოდენობის გარემოცვაში, ისინი თავის ჩვეულ ადგილს კლანჭებით ებღაუჭაბიან.

ჩვენი საარჩევნო სივრცე დიდწილად ორ ბანაკად, ორ ფრთადაა გახლეჩილი, სადაც დაძაბულობის პოლუსებს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნიან. ამიტომ ასეთი პოლარიზაცია, როგორი პარადოქსულიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ორივე ამ ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულ ძალას აწყობს

ეს კი ძალიან დამაზიანებელია მეტ-ნაკლებად საღი, პრაგმატული მცირე პარტიებისთვის, რომლებსაც საარჩევნო სივრციდან ერთი ხელის მოსმით აძევებენ. აქედან გამომდინარე, მესახება, რომ 100/50 ან ნებისმიერი სხვა საარჩევნო სისტემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მცირე პარტიებისთვის, ხოლო მის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ძირითადი აქტიორებისთვის მხოლოდ ამომრჩეველზე გათვლილი სვლებია. ვთქვათ სიმართლე, ამ სიტიაციაში პიარ-კამპანიას სწორედ „ნაცმოძრაობა“ იგებს.

მესახება ისიც, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ზეწოლით, თუკი ეს ზეწოლა მძლავრი იქნება, ოპოზიცია მაინც მიუჯდება მოლაპარაკებების მაგიდას, თუმცა კონსენსუსი არ შედგება - კონსენსუსი არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაცმოძრაობას“ აწყობს.

კონსენსუსი არ შედგება - კონსენსუსი არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაცმოძრაობას“ აწყობს

ამ თვალთახედვით, როგორი ცინიკურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ბატონი უგულავას დაპატიმრება „ნაცმოძრაობისთვის“, არ ვლაპარაკობ „ევროპულ საქართველოზე“!, მხოლოდ სიტუაციის ექსკალაციის მეტად სახარბიელო საბაბი გახდა.

შექმნილ ვითარებაში ყველაზე უფრო საგულისხმოა აშშ-ს ახლად დანიშნული ელჩის სრული დუმილი. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია ყოყმანობს, რომელ პოლიტიკურ ძალაზე დადოს ფსონი.

- ხელისუფლების წარმომადგენლებს ხან ვაშინგტონში, ხანაც ევროსტრუქტურებში უწევთ იმის მტკიცება, რომ მმართველი გუნდის მიერ წარმოებული პოლიტიკა ევროპულ სტანდატებს შეესაბამება და იგი სასამართლოს საქმიანობაში არ ერევა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამის გაკეთებას ვერ ახერხებს.

ხელისუფლებას მუშაობა აქვს დაწყებული იმის მისაღწევად, რომ მის მიერ შეთავაზებული პირობებით ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა მაინც მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.

ვხედავთ იმასაც, რომ „ნაციონალებისგან“ დამოუკიდებელი თამაში აქვს დაწყებული მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რაც ივანიშვილს არ შეიძლება არ აწყობდეს. პოლიტიკურ ველზე თავისი პოზიციების გაძლერებას ცდილობს „ლელო საქართველოსთვის“, რაც არც ივანიშვილს აწყობს და არც სააკაშვილს. წესით, მათ ქართულ პოლიტიკაში არც გიორგი მარგველაშვილის, არც გიორგი კვირიკაშვილისა და არც ირაკლი ალასანიას გამოჩენა არ უნდა აწყობდეთ.

თვის ბოლოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსენსისური გადაწყვეტილების მიღების ვადა იწურება. არადა, არანაირი საფუძველი არ არსებობს ვიფიქროთ, რომ ამ საკითხზე კონსენსუსი შეიძლება მიღწეულ იქნას.

თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩენო სისტემასთან დაკავშირებული კონსულტაცია-მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, შიდა პოლიტიკაში ძალთა ბალანსის თვალსაზრისით შეთანხმების მიღწევის ვადის ამოწურვივის შემდეგ წინასაარჩევნოდ სავარაუდოდ, რა სურათს მივიღებთ?

- ჯერ რამდენიმე სიტყვა შექმნილ ვითარებაზე ვთქვათ და მერე მისი გაანალიზება ვცადოთ. მე იურისტი არ ვარ და არ ვიცი უზენაეს სასამართლოს ბატონი გიგი უგულავას დაპატიმრებისთვის რა იურიდიული საფუძვლები გააჩნდა. თუმცა, რასაკვირველია, ის სნაიპერული სიზუსტე, როცა ასეთი ქმედებისთვის დრო იქნა შერჩეული, მრავალი ვარაუდის საფუძველს ქმნის.

ამ თვალსაზრისით, ამერიკელი კონგრესმენებისა თუ სენატორების წერილები და დემარშები მეტად ზედაპირულ შთაბეჭდილებას ტოვებს და პრეზიდენტ ტრამპისა და კონგრესის კინკლაობას ტყუპის ცალივით წააგავს.

ამერიკელი კონგრესმენებისა თუ სენატორების წერილები და დემარშები მეტად ზედაპირულ შთაბეჭდილებას ტოვებს და პრეზიდენტ ტრამპისა და კონგრესის კინკლაობას ტყუპის ცალივით წააგავს

პასუხი მეტად მარტივია და ვაი, რომ იგი, თუ არ მეშლება, არჩილ თალაკვაძის გარდა თავში არავის მოსვლია - ასეთია ჩვენი პოლიტიკური ელიტის ინტელექტუალური დონე.

ჩვენთან სასამართლო სისტემა რეფორმების მესამე ტალღის შემდეგ სრულიად დამოუკიდებელია, ამ წერილების საპასუხოდ მავანმა შეიძლება თქვას, ჩვენ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს უპირობოდ ვეთანხმებით. თუ არ მოგწონთ ეს გადაწყვეტილება, შექმენით პროფესიული ჯგუფი და გაეცანით საქმის ფაქტიურ მხარეს.

სხვათა შორის, ასეთი კომისიის შექმნის მზაობა ევროპარლამენტმა გამოხატა. ოღონდ მათი დასკვნა მარტივი და ერთმნიშვნელოვანი - ან დადებითი ან უარყოფითი - უნდა იყოს.

საუბედუროდ, მესახება, რომ ევროპელები, როგორც ყოველთვის, შეეცდებიან არც მწვადი დაწვან და არც შამფური და ეს კი არსებული status quo-ს შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და არ ჩამითვალოთ ტავტოლოგიაში, საარჩევნო კამპანიები ძალიან დაძაბულ ვითარებაში ჩაივლის.

ევროპელები, როგორც ყოველთვის, შეეცდებიან არც მწვადი დაწვან და არც შამფური და ეს კი არსებული status quo-ს შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და არ ჩამითვალოთ ტავტოლოგიაში, საარჩევნო კამპანიები ძალიან დაძაბულ ვითარებაში ჩაივლის

მითუმეტეს, რომ ჩნდება ახალი აქტიორები. საუბედუროდ, „ლელომ საქართველოსთვის“ ჩემი ღრმა რწმენით, თავიდანვე არასწორი პოზიცია დაიჭირა - იგი მხოლოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლანძღვითაა დაკავებული და ამით ახალი პოლიტიკური გაერთიანების თვითიდენტიფიცირების საშუალება იკარგება - იგი იფანტება ოპოზიციური ფრთის რუხ და იდეებს მოკლებულ ფონზე.

საბედნიეროდ, არსებობს თითო-ოროლა სრულიად დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა თავისი განსხვავებული იდეოლოგიით, თუმცა რამდენად მათ საარჩევნოდ ეყოფათ ადმინისტრაციული რესურსი, ჯერ გაუგებარია.

შექმნილ ვითარებაში, მე მივესალმებოდი გიორგი კვირიკაშვილის, ირაკლი ალასანიასა და გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენას, თუკი, რასაკვირველია, ისინი გაერთიანდებიან და უსწრაფესად ორგანიზებულ და კარგად მართულ პოლიტიკურ კამპანიას შემოგვთავაზებენ.

მე მივესალმებოდი გიორგი კვირიკაშვილის, ირაკლი ალასანიასა და გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენას, თუკი, რასაკვირველია, ისინი გაერთიანდებიან და უსწრაფესად ორგანიზებულ და კარგად მართულ პოლიტიკურ კამპანიას შემოგვთავაზებენ

- დამკვირვებელთა ნაწილი არ გამორიცხავს რომ თუ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ მოახერხეს წინასააარჩევნოდ საკმაოდ კონკურენტულ ძალად ჩამოყალიბება, მათ შეიძლება უგულავას ბედი გაიზიარონ.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ სასამართლომ არჩევნებამდე გამოიტანოს გადაწყვეტილება ხაზარაძისა და ჯაფარიძის დაპატიმრების შესახებ?

- ჩვენს სინამდვილეში არაფერია გამორიცხული. თუმცა, ხაზარაძისა და ჯაფარიძის დაპატიმრება სრული პოლიტიკური სიბეცე იქნება. გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ რეიტინგი ჯერჯერობით საკმაოდ დაბალია, ხოლო მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაპატიმრება მათ რეიტინგს ნახტომისებრად გააუმჯობესებს.

ხაზარაძისა და ჯაფარიძის დაპატიმრება სრული პოლიტიკური სიბეცე იქნება

ის ადამიანები, რომლებსაც ხსენებული ბატონები თავიანთი ეკონომიკური საქმიანობის გამო არ მოწონთ, და მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, თავის წყენას დაივიწყებენ და ზნეობრივ პოზიციას დაიკავებენ.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს ძალიანაც მოსწონს ის, რომ მმართველი გუნდი ვაშინგტონსა და ბრიუსელს ბევრ არც არაფერს უჯერებს. მიუხედავად ამისა, უკვე ვიცით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკაში კიდევ ერთი ლობისტური კომპანია დაიქირავა.

თუ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ვაშინგტონისა და ბრიუსელის რჩევებს არ გაითვალისწინებს, სავარაუდოდ, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს? როგორ აღიქვამენ ამას იგივე ვაშინგტონსა და ბრიუსელში? და ეს როგორ შეიძლება აისახოს იგივე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად აღიარებაზე?

- მოდით, გავუსწოროთ თვალი სინამდვილეს - კონსტიტუციური ცვლილებების შემოღება არარეალურია, შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ცვლილებების გატარება, რომელიც კონსტიტუციას არ ეხება, მაგალითად 100/50 ან ნებისმიერი სხვა ფარდობა პროპორციული და მაჟორიტარული წესით ასარჩევ დეპუტატებს შორის.მაგრამ ამას მოლაპარაკება და კონსენსუსის მიღწევა ესაჭიროება.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მზადაა მოლაპარაკებისთვის. თუკი კონსენსუსი არ შედგა, და ნაკლებად დასაჯერებელია, რომ ის იქნება მიღწეული, მაშინ „ქართული ოცნება“ იტყვის, რომ ყველაფერი გააკეთა, რათა ბრიუსელის რჩევები მიგვეღო. მაგრამ მცდელობა უშედეგო გამოდგა.

თუკი კონსენსუსი არ შედგა, და ნაკლებად დასაჯერებელია, რომ ის იქნება მიღწეული, მაშინ „ქართული ოცნება“ იტყვის, რომ ყველაფერი გააკეთა, რათა ბრიუსელის რჩევები მიგვეღო. მაგრამ მცდელობა უშედეგო გამოდგა

ოპოზიციამ ერთი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან - მას 200 ათასი ხელმოწერა უნდა შეეგროვებინა რეფერენდუმისთვის. რეფერენდუმზე კი ორი კითხვა უნდა დასმულიყო: 1) გინდათ თუ არა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ნულოვანი (ან ნებისმიერი სხვა) ცენზით და მეორე: 2) გინდათ თუ არა, რომ თუ პირველ კითხვაზე პასუხი იქნება დადებითი, ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

მაშინ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მართალია რეფერენდუმი 2020 წლის არჩევნების რეალობას ვერ შეცვლიდა, მაგრამ 2021 წელს რიგგარეშე არჩევნები ჩატარდებოდა. ეხლა კი მატარებელი წასულია.

- თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამაარსებელმა და დირექტორმა არმაზ ახვლედიანმა ამ თემებზე საუბრისას „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „უგუნური, დანაშაულებრივი ქმედებებით ივანიშვილი პროვოცირებას უკეთებს მოვლენების ყველაზე არასასურველი სცენარით განვითარებას“.

ფაქტია, რომ რევოლუციური სცენარით მოვლენების განვითარება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებში აშკარად არ შედის. თუ არასასურველი, მითუმეტეს რევოლუციური სცენარით მოვლენათა განვითარება ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მან, რომ ჩვენში ამგვარი რამ მართლაც არ მოხდეს?

- ჰერაკლიდეს სიტყვებისა არ იყოს, ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა შეუძლებელია - ჰოლანდიაშიც, დიდ პრიტანეთშიც, საფრანგეთშიც თითო რევოლუცია ვიცით. ახალ რევოლუციაზე, იქნება ის ხავერდოვანი თუ შეიარაღებული, საქართველოში რესურსი არ არსებობს - ღმერთმა არ ქნას, რომ მეშლებოდეს. სხვათა შორის, დროა, რომ ეს მიხეილ სააკაშვილმაც შეიგნოს.

და მეორე. ყველაზე მწარედ ბიძინა ივანიშვილს სწორედ მისი ყოფილი, აწ განდევნილი, თანამებრძოლეები აკრიტიკებენ.

- კარგა ხანია საჯარო სივრცეში განიხილება თბილისში მაისისთვის დაგეგმილ ევროკავშირის მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტის ჩამოსვლა-არჩამოსვლის თემა განიხილება.

ზოგი ამბობს, რომ აუცილებლად უნდა ვუმასპინძლოდ ლავროვს, მეორენი ამგვარ შესაძლებლობას კატეგორიულად არ ეთანხმებიან. გაუგებარი ისაა, რომ ოფიციალურ თბილისს შეეძლო მინისტერიალის მასპინძლობისთვის თავი აერიდებინა, მაგრამ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშავილმა ლავროვის მიღების შესახებ განცხადება სტრასბურგში გააკეთა.

ახლა ბევრი იმასაც იხსენებს, რომ ნიქოზიაში ევროკავშირის მინისტერიალზე ჩასვლისაგან თურქეთის საგარეო მინისტრმა თავი შეიკავა. ცხადია, რომ თუ ლავროვის ვიზიტი შედგა, იგი აშკარად დაძაბავს შიდაპოლიტიკურ ვითარებას.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რატომ არ გაითვალისწინა ხელისუფლებამ ის საფრთხეები, რაც შეიძლება ლავროვის თბილისში ჩამოსვლას მოჰყვეს?

- ჰქონდა კი ჩვენს პრეზიდენტს ლავროვის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთების უფლება და მისთვის საჭირო მანდატი? იგი ხომ აღმასრულებელ ფუნქციას ჩამოშორებულია და მინესტერიალის ორგანიზებაში, ალბათ, საერთოდ არ მიიღებს მონაწილეობას.

ჰქონდა კი ჩვენს პრეზიდენტს ლავროვის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთების უფლება და მისთვის საჭირო მანდატი? იგი ხომ აღმასრულებელ ფუნქციას ჩამოშორებულია და მინესტერიალის ორგანიზებაში, ალბათ, საერთოდ არ მიიღებს მონაწილეობას

გავიხსენოთ, რომ „ქართული ოცნება“ ქალბატონ სალომეს არჩევნებში უპირობოდ ორგანიზაციულად და, მეჩვენება, ფინანსურადაც უჭერდა მხარს. ასე, რომ - „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“.

ბატონი ლავროვის მიღებასთან დაკავშირებით კი ჩემი მოსაზრება მე წინა ინტერვიუში, 8 იანვარს მოგახსენეთ.

- 14-16 თებევრვალს მიუნხენმა უსაფრთხოების 56-კონფერენციას უმასპინძლა. მასში მონაწილეობა ტრადიციულად მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებმა, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს.

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ რუსეთი, ჩინეთი და აშშ მსოფლიოს უფრო საშიშს ხდიან. შტაინმაიერმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთი ყირიმის უკანონო ანექსიაში დაადანაშაულა და მას საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა უწოდა. ამასთანავე მან აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მთავარი სლოგანი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამერიკის გაძლიერება მისი მეზობლებისა და პარტნიორების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.

ჩინეთთან დაკავშირებით კი გერმანიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა მხოლოდ მაშინ აღიარებს საერთაშორისო სამართალს, როდესაც მისთვისაა მისაღები.

ვხედავთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ვითარება იმაზე მეტად რთულია ვიდრე ჩანს. ეს რომ ასეა, მოსკოვ-მინსკის, მოსკოვ-კიევის, ანკარა-მოსკოვის უაღრესად გართულებული ურთიერთობების გახსენებაც საკმარისია.

მიუნხენიის კონფერენციის შეფასებისას, პრემიერმა გახარიამ საკმაოდ ოპტიმისტური განცხადებები კი გააკეთა, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, რამდენად თანმიმდევრულია ჩვენი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა?

- უფრო ზოგადად გიპასუხებთ, თქვენს მიერ დასახელებული ურთიერთობები ხომ არასახარბიელო ერთიანი სურათის შემადგენელი ნაწილებია. დავიწყოთ იმით, რომ პრეზიდენტ შტაინმაიერს ასეთი სენსაციური განცხადებესთვის საბაბი ნამდვილად ქონდა.

სამივე ქვეყანა საერთაშორისო სარბიელზე ამბიციურად, ერთგვარი ქედმაღლობით იქცევა და ყველას ახსენებს, რომ ისინი ზესახელმწიფოებია. რუსეთის მხრიდან ეს პირდაპირი აგრესიაა, აშშ-ს პოლიტიკამ მრავალი კონფლიქტი წარმოშვა ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. არ დაგავიწყდეთ, რომ უსამა ბინ ლადენიც და თალიბებიც მათი პირმშოები არიან, რომლებსაც აშშ ავღანეთში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იყენებდა.

თანამედროვე მსოფლიო ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო ტენდენციით ხასიათდება. ერთი მხრივ, გლობალიზაცია და, შედეგად, მსოფლიოს გაერთიანება ერთიანი ეკონომიკური და კულტუროლოგიური ინსტრუმენტების ამოქმედებით. მეორე მხრივ კი უკიდურესი დაპირისპირება ისლამურ სახელმწიფოებთან ისრაელში, საერთოდ ახლო აღმოსავლეთში, ოკეანეთში, ევროპასა და სხვა ქვეყნებში

ჩინეთიც მხოლოდ საკუთარი ინტერესებითაა დაკავებული. ეს ყველაფერი სწორია. მაგრამ ამგვარი ორმაგი სტანდარტი მარტო ამ ქვეყნებისთვის როდია დამახასიათებელი. უბრალოდ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, უფრო მცირე სახელმწიფოები ნაკლებ გეოპოლიტიკურ გავლენას ახდენენ.

ამ გამონაკლისებს მიეკუთვნება, მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის მოკავშირეებთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილება, როცა მან საფრანგეთში ემიგრაციაში მყოფ აიათოლა ჰომეინის ირანში ჩასასვლელად საკუთარი თვითმფრინავი ათხოვა. კარგად მოგეხსენებათ, ამას რა მოჰყვა.

უნდა ითქვას, რომ თანამედროვე მსოფლიო ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო ტენდენციით ხასიათდება. ერთი მხრივ, გლობალიზაცია და, შედეგად, მსოფლიოს გაერთიანება ერთიანი ეკონომიკური და კულტუროლოგიური ინსტრუმენტების ამოქმედებით. მეორე მხრივ კი უკიდურესი დაპირისპირება ისლამურ სახელმწიფოებთან ისრაელში, საერთოდ ახლო აღმოსავლეთში, ოკეანეთში, ევროპასა და სხვა ქვეყნებში.

ჩვენი საგარეო პოლიტიკა კი ზოგჯერ წარმატებულია, ზოგჯერაც წარუმატებელი. მთავარია, იგი თანმიმდევრულია და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის გასაგები

ასეთი დაპირისპირება, ოღონდ სხვა კონტექსტით და სხვა იდეების ირგვლივ, სულ უფრო მძაფრდება ლათინურ ამერიკაშიც. ტერორიზმის ტალღა ჩვეულებრივ ადამიანს აკარგვინებს უსაფრთხოების შეგრძნებას და საქმე იქამდეც შეიძლება მივიდეს, რომ ჩვენი შვილები თავიანთ უფლებებს, დემოკრატიას, თავისუფლებას გლობალურ უსაფრთოებაში გაცვლიან. შეიძლება დადგეს გლობალური ოლიგარქიის ხანაც.

ამიტომ არა მარტო გიორგი გახარიას, არამედ საერთოდ არავის ჯანსაღი ოპტიმიზმისთვის საბაბი არ აქვს. ჩვენი საგარეო პოლიტიკა კი ზოგჯერ წარმატებულია, ზოგჯერაც წარუმატებელი. მთავარია, იგი თანმიმდევრულია და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის გასაგები.

ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
„შუშხუნა ბაკურიანი“ - სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)