არჩილ თალაკვაძე - სიმართლე ის არის, რომ დაპირება, რომელიც საზოგადოებას 2017 წელს მივეცით, 2018 წელს შევასრულეთ და კონსტიტუციაში  ჩაწერილია, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლა 2024 წელს მოხდება

სიმართლე ის არის, რომ დაპირება, რომელიც საზოგადოებას 2017 წელს მივეცით, 2018 წელს შევასრულეთ და კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლა 2024 წელს მოხდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის დამოკიდებულებას დესტრუქციული უწოდა.

მან სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ 2020 წლისთვის ამ ცვლილების გადმოწევა ვერ მოხდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მათი შეთავაზება - 100/50-ზე კონსტრუქციულია და იმედი გამოთქვა, საბოლოოდ შეთანხმება შესაძლებელი იქნება.

„ვხედავთ ოპონენტების სუბიექტურ და ზოგჯერ დესტრუქციულ დამოკიდებულებას არჩევნებთან დაკავშირებით. სიმართლე კი ის არის, რომ დაპირება, რომელიც საზოგადოებას 2017 წელს მივეცით, რომ საქართველოს ექნებოდა ეროვნულ ინტერესებზე და ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული კონსტიტუცია, რომელშიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იქნებოდა ასახული, 2018 წელს ჩვენ შევასრულეთ და კონსტიტუციაში დღეს ჩაწერილია, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლა 2024 წელს მოხდება. ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს ისტორიაში პირველად მიიღო და გააფორმა ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ და ეს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, აქამდე ყოველთვის, როგორც წესი, პარტიები პროპორციულ არჩევნებს ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ უჭერდნენ მხარს, ზოგიერთები ოპოზიციაში გადასვლის შემდეგაც ბოიკოტს უცხადებდნენ პროპორციულ არჩევნებს და ხელს უშლიდნენ ამ რეფორმას, ახლა ასეთი პარტიების ნაწილი პროპორციული არჩევნების გულმხურვალე მხარდამჭერია, რაც აიხსნება ამ პარტიების რეალური სახეცვლილებით ან პოლიტიკური ფარისევლობით. გვესმის და სამწუხაროა, რომ მიუხედავად იმისა, ბევრმა ჩვენგანმა ხმა მივეცით ამ ცვლილებას, 2019 წელს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოწევას. მოსწონთ ეს გადაწყვეტილება თუ არა ოპონენტებს, ის ქვეყნის პარლამენტმა მიიღო და დამოკიდებულება, რომ თუ პარლამენტი მხარს დაუჭერდა ასეთ გადაწყვეტილებას იქნებოდა კარგი პარლამენტი და თუ არ დაუჭირა მხარი, ის ცუდია და უნდა დაიხუროს, არის არადემოკრატიული და არათანმიმდევრული. ეს არ არის ნორმალური პოლიტიკური პროცესი. ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგის გზით შეთანხმებას 2020 წლის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ჩვენი მხრიდან კომპრომისული შეთავაზება არის გაკეთებული, 100/50-ზე თანაფარდობა, ერთხელ, გარდამავალი სახით 2020 წელს, რომელიც არსებულ 73/77-თან შედარებით მნიშვნელოვან განსხვავებას ქმნის, ეს განსხვავება მეტია, ვიდრე პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია არის დღეს წარმოდგენილი,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ლევან ბოძაშვილი - ახლა არაორდინარული, არასტანდარტული გადაწყვეტილებების დროა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2020
სოსო არჩვაძე - ეროვნული ვალუტის კურსის რყევამ  შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ის შედეგები, რაც მიღწეულია მთავრობის მიერ
„დრიმლენდ ოაზისი ჩაქვის“ დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, სასტუმრო სრული მომსახურების პაკეტით უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს საკარანტინე მიზნებისთვის, სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების განსათავსებლად
„მაკდონალდსი“ ლუგარის ლაბორატორიის პერსონალის კვებაზე ზრუნავს
„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის