ანონსი  19 თებერვალი

19 თებერვალს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

19 თებერვალს, 10:30 საათზე, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდებიან.

ფრაქციის სათათბირო ოთახი N218 (C კორპუსი, II სართული)

19 თებერვალს, 10:30 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C კორპუსი, IV სართული)

19 თებერვალს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რუმს თბილისში“, „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ დაარსებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას გახსნის იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში, ლუიზა ვინტონი, „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი.

მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი და საქართველოს ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი.

19 თებერვალს, 11:00 საათზე, მეტროსადგურ „რუსთაველის“ წინ მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელმოწერების შეგროვებას გააგრძელებს.

ტელ: თეონა ჭალიძე - 591051601

19 თებერვალს, 11:00 საათზე, დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: შარტავას N7.

19 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მუხროვანის სპეცოპერაციის შემდეგ დაღუპული პოლკოვნიკის, გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

19 თებერვალს, 11:00 საათზე, გაეროს ეკოლოგ-ექსპერტი ხათუნა ახალაია „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ანტიბიოტიკებით გაჯერებული საკვები პროდუქტები, რომელიც ადამიანის ორგანიზმშიც გადადის და ორგანიზმი ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულია.

მის: გალის ქ.#1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან)

საკონტაქტო: ეკა გულუა -599726565

19 თებერვალს, 11:15 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაცია „შევინარჩუნოთ სიცოცხლეს“ წევრები ლიკა გამრეკელი და შაკო კუჭაშვილი განცხადებას გააკეთებენ.

თემა: ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

19 თებერვალს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ჩაწყობილი კონკურსები, სამსახურებიდან გაშვებული პროფესურა და ნეპოტიზმის შედეგები.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

19 თებერვალს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

19 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი​

19 თებერვალს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

19 თებერვალს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

19 თებერვალს, 14:30 საათზე, არტისტების აქცია პერფორმანსი „გააპარტყუნე ყურები“ გაიმართება.

თემა: ხელოვანები ქუთაისში ხელოვნების პარკისთვის ტერიტორიის გამოყოფას ითხოვენ.

მის: სახვითი ხელოვნების მუზეუმი. (რუსთაველის #7)

საკონტაქტო: ხვიჩა დოღონაძე - 599 68 64 74

19 თებერვალს, 16:00 საათზე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში „რეფორმების ლაბი“ (ექსპერტთა გაერთიანება) „ევროპული საქართველოს“ ლიდერებთან შეხვედრას გამართავს.

თემა: ჯანდაცვა და სოციალური საკითხები.

საკონტაქტო: ნინო ხომერიკი - 599 88 15 05

მის: კოსტავას 75ბ (ყოფილი ტელეკომპანია „მზის“ შენობა)

19 თებერვალს, 16:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართება და გამოცდების ეროვნულ ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე და სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელები აბიტურიენტებს 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეებს გააცნობენ.

მის: ე. მინდელის N9.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა