„ტერაბანკმა“ იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა

„ტერაბანკი“ დისტანციური მომსახურების არხების განვითარებას განაგრძობს და წლის პირველ სიახლეს იურიდიულ პირებს სთავაზობს. ამიერიდან მათ უკვე მობაილბანკით სარგებლობა და სხვადასხვა ოპერაციის აპლიკაციის დახმარებით შესრულება შეუძლიათ.

მობაილბანკის დახმარებით იურიდიულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ან სხვის მიერ შექმნილი დავალებები დაადასტურონ, საინფორმაციო გზავნილებისა თუ დასადასტურებელი დავალებების შესახებ Push შეტყობინებები მიიღონ და მარტივი ავტორიზაციით - თითის ანაბეჭდით ან სახის ამომცნობით ისარგებლონ. ამას გარდა, მომხმარებლები აპლიკაციის მეშვეობით ინტერნეტბანკით შექმნილი გადარიცხვების, გადახდებისა და გააქტიურებული პროდუქტების ნახვასაც შეძლებენ.

„ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა და დისტანციური საკომუნიკაციო არხების განვითარება ტერაბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გასულ წელს ჩვენ იურიდიული პირების ინტერნეტბანკი განვაახლეთ, რა დროსაც მათი საჭროებები სრულად შევისწავლეთ. მობაილბანკის ფუნქციონალის პირველი მონახაზიც სწორედ ამ პროცესში გამოიკვეთა. მოხარულები ვართ, რომ მომხმარებლებს უკვე მობილური ტელეფონითაც შეუძლიათ იმ სერვისების მიღება, რომლებიც მხოლოდ ინტერნეტბანკით ან ფილიალში მისვლით იყო ხელმისაწვდომი“, - აღნიშნავენ „ტერაბანკში“.

მობაილბანკი იურიდიული პირებისთვის კვლავაც სრულყოფის პროცესშია და მას ეტაპობრივად სხვდასხვა ახალი ფუნქცია დაემატება. აპლიკაციით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ანდროიდის, ისე iOS-ის ოპერაციული სისტემების მომხმარებლებს.

(R)

ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
„შუშხუნა ბაკურიანი“ - სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)