გია ვოლსკი - საბჭოთა თუ რუსული ჰიმნით სპეკულაცია მოძველებული მეთოდია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები პერიოდულად მიმართავენ და ამით თავს  იჭრიან

საბჭოთა თუ რუსული ჰიმნით სპეკულაცია უკვე მოძველებული მეთოდია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები პერიოდულად მიმართავენ და ამით თავს იჭრიან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრების მიერ გუშინდელ პლენარულ სხდომაზე საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას.

ვოლსკი ასევე გამოეხმაურა ელენე ხოშტარიას და ირმა ნადირაშვილის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციას. მისი შეფასებით, ეს იყო საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ სახის გამოვლინებაზე.

„საბჭოთა თუ რუსული ჰიმნით სპეკულაცია უკვე ყავლგასული და მოძველებული მეთოდია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები პერიოდულად მიმართავენ და ამით თავს იჭრიან. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ადრე ჰქონდათ რესურსი, რომ ჩამოეშალათ მოლაპარაკების ფორმატები და რუსეთისთვის მიეცათ საშუალება, განეხორციელებინა აგრესია და ოკუპაცია. ღმერთმა ნუ ქნას, მათ კიდევ მიეცეთ სიტუაციის მართვის საშუალება. ფაქტები მეტყველებენ იმაზე, რომ მათ დღეს ხელკეტები არ აქვთ და დღეს ჟურნალისტების მიკროფონებით დაგვდევენ. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამ ხელკეტების აღების საშუალება ჰქონდეთ. მათ არ აქვთ რესურსი, რომ რუსეთს რამე დამატებითი უპირატესობა მისცენ. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს რესურსები მათ კვლავ მიეცეთ.

ძალიან ჩავიკეტეთ ამ პარტიულ ახალგაზრდულ თუ ძველგაზრდულ ფორმატებში. არსებობს საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება იმის მიმართ, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ სახის გამოვლინება ჰქვია ამა თუ იმ ფორმით. ვინ გამოვა და ვინ საწინააღმდეგო აქციას მოაწყობს, ამ ყველაფერს ვერც გააკონტროლებ და ეს არც არის საჭირო,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის მიერ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ირმა ნადირაშვილმა და ელენე ხოშტარიამ სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერეს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს