„ევროპული საქართველოს“ ოფისთან მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდა, რომელიც აცხადებს, რომ ახალგაზრდები მართულები არიან

რა გულწრფელი პროტესტი?! გულწრფელი პროტესტი მაშინ გექნებოდათ, როცა გავრილოვი დაასვეს ქვეყანას თავზე,- ასე მიმართა მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარტია “ევროპული საქართველოს” ოფისთან მისულ აქტივისტებს.

მისი თქმით, აქციაზე მისული ახალგაზრდები მართულები არიან.

“რა გულწრფელი პროტესტი?! “ქართული ოცნების” ყველა მომხრე არის მართული მონა. მონასაც კი გააჩნია ღირსება, ესენი არიან უღირსები. ყველა ერთია და ყველა ერთ ჯამში იხარშება და საბოლოოდ მოიხარშება ყველა იმ ერთ ჯამში. როგორიც ქალბატონი ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავაა, ესენი თავიანთ დღეში ასეთები არ იქნებიან, სამასი წელი რომ იცხოვრონ. არავის უფლებას არ მივცემ, სიტყვაც არ შეეხება არც ხოშტარიას და არც დანარჩენებს”,- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის, ახალგაზრდების ჯგუფი პარტიის ოფისთან აქციას მართავს. მათი ინფორმაციით, ისინი საქართველოს პარლამენტის შენობაში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებენ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს