ქეთევან ციხელაშვილი მოადგილესთან ერთად გამყოფი ხაზის მიმდებარედ ბაღებსა და სკოლებს ესტუმრა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებულ საბავშვო ბაღებსა და სკოლებს ესტუმრნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსსს" უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან პაატა ივანიშვილთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამებსა და შეღავათებზე ისაუბრა.

ლია გიგაურმა ახლად რეაბილიტირებულ სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად ქართველი და უცხოელი კლასიკოსებისა და თანამედროვე მწერლების ავტორობით წიგნები გადასცა. შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილემ მოსწავლეებისა და პედაგოგების კითხვებს უპასუხა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით, სრულად რეაბილიტირებული სკოლა ერთი თვის წინ გაიხსნა.

სოფელი ქვეშის საჯარო სკოლა, სადაც 247 მოსწავლე სწავლობს, საოკუპაციო ხაზიდან ერთი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს