ირაკლი კობახიძე ეუთო/ოდირის ჯგუფთან შეხვედრაზე - გამოვთქვით იმედი, რომ ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა მოხდება

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეუთო/ოდირის ჯგუფთან შეხვედრაზე მხარეებმა ყველა იმ საკითხზე ისაუბრეს, რომელიც დღეს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტუალურია.

როგორც ირაკლი კობახიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდება.

„ჩვენ გვქონდა საუბარი თემებზე, რომლებიც არის აქტუალური ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. მათ შორის, გვქონდა იმ თემებზე საუბარი, რომელთან დაკავშირებითაც "ოდირთან" გვაქვს თანამშრომლობა. ძირითადად, ეს არის საარჩევნო საკითხები და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები. გავაცანი ჩვენი გეგმები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადაიხედება საარჩევნო კანონმდებლობა როგორც საარჩევნო სისტემის ნაწილში, ასევე იმ ნაწილში, რაც ითვალისწინებს „ოდირის“ რეკომენდაციების შესრულებას. სამუშაო ჯგუფი იყო შექმნილი, დაიწყო მუშაობა გასული წლის ივლისში და უკვე არის მომზადებული პირველადი პაკეტი იმ ცვლილებებისა, რომლის საფუძველზეც უნდა დაიხვეწოს საარჩევნო კანონმდებლობა და ამ პაკეტის მიღება არის გათვალისწინებული მიმდინარე საპარლამენტო სესიის ბოლომდე. ასევე, გამოვთქვით იმედი, რომ გაგრძელდება მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და გამოვთქვით იმედი, რომ მოხდება შეთანხმების მიღწევა ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ასევე გვქონდა საუბარი სასამართლოს საკითხებზე, ვისაუბრეთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე. ასევე, გვქონდა საუბარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე და აქვე ჩვენი მოსაზრებები გავაცანით „ოდირის“ დირექტორს. მთლიანობაში, გვქონდა ძალიან სასიმოვონო და საინტერესო შეხვედრა და ვისაუბრეთ აბსოლუტურად ყველა დეტალზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს თანამშრომლობას“, - განაცხადა კობახიძემ.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

ირაკლი კობახიძე ეუთო/ოდირის ჯგუფთან შეხვედრაზე - გამოვთქვით იმედი, რომ ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა მოხდება

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეუთო/ოდირის ჯგუფთან შეხვედრაზე მხარეებმა ყველა იმ საკითხზე ისაუბრეს, რომელიც დღეს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტუალურია.

როგორც ირაკლი კობახიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდება.

„ჩვენ გვქონდა საუბარი თემებზე, რომლებიც არის აქტუალური ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. მათ შორის, გვქონდა იმ თემებზე საუბარი, რომელთან დაკავშირებითაც "ოდირთან" გვაქვს თანამშრომლობა. ძირითადად, ეს არის საარჩევნო საკითხები და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები. გავაცანი ჩვენი გეგმები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადაიხედება საარჩევნო კანონმდებლობა როგორც საარჩევნო სისტემის ნაწილში, ასევე იმ ნაწილში, რაც ითვალისწინებს „ოდირის“ რეკომენდაციების შესრულებას. სამუშაო ჯგუფი იყო შექმნილი, დაიწყო მუშაობა გასული წლის ივლისში და უკვე არის მომზადებული პირველადი პაკეტი იმ ცვლილებებისა, რომლის საფუძველზეც უნდა დაიხვეწოს საარჩევნო კანონმდებლობა და ამ პაკეტის მიღება არის გათვალისწინებული მიმდინარე საპარლამენტო სესიის ბოლომდე. ასევე, გამოვთქვით იმედი, რომ გაგრძელდება მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და გამოვთქვით იმედი, რომ მოხდება შეთანხმების მიღწევა ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ასევე გვქონდა საუბარი სასამართლოს საკითხებზე, ვისაუბრეთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე. ასევე, გვქონდა საუბარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე და აქვე ჩვენი მოსაზრებები გავაცანით „ოდირის“ დირექტორს. მთლიანობაში, გვქონდა ძალიან სასიმოვონო და საინტერესო შეხვედრა და ვისაუბრეთ აბსოლუტურად ყველა დეტალზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს თანამშრომლობას“, - განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი