აშშ-მ 5 ირანელ საჯარო მოხელეს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 ირანელი საჯარო მოხელე ე.წ. შავ სიაში შეიყვანა. აშშ მათ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სანქციებს უწესებს ირანის გუშაგთა საბჭოსა და მისი საარჩევნო ზედამხედველობის კომიტეტის წევრებს, რადგან მათ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში რამდენიმე ათას კანდიდატს დისკვალიფიკაცია მიანიჭეს.

ფინანსთა სამინისტროს სანქციები შეეხება გუშაგთა საბჭოს მდივანს აჰმად ჯანნატის, საბჭოს წევრს მოჰამად იაზდის და საარჩევნო ზედამხედველობის კომიტეტის სამ წევრს. სანქციების პირობებში, აშშ-ში მათი ფინანსური ანგარიშები გაიყინება და ამერიკელებს მათთან საქმიანი ურთიერთობების წარმოება აეკრძალებათ.

ირანში საპარლამენტო არჩევნები 21 თებერვალს არის დანიშნული.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ