გერმანიაში თავდასხმის დროს დაღუპულთა პატივსაცემად ათასობით ადამიანი შეიკრიბა

გერმანიის ქალაქ ჰანაუში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულთა პატივსაცემად ათასობით ადამიანი შეიკრიბა. შეკრებილები აცხადებდნენ, რომ ქსენოფობია და სიძულვილი დაუშვებელია და მსგავსი შემთქხვევა ქვეყანაში აღარ უნდა განმეორდეს.

იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ გერმანიის 43 წლის მოქალაქის მიერ მოწყობილი თავდასხმის მიზეზი ქსენოფობია და მემარჯვენე ექსტრემიზმი გახდა.

მომხდარს გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ თავდასხმის მიზეზები გაარკვიოს.

„არსებობს ბევრი მინიშნება, რომ ბოროტმოქმედი მემარჯვენე ექსტრემიზმისა და რასიზმის მოტივით მოქმედებდა, რაც განპირობებულია განსხვავებული წარმომავლობის, რელიგიისა და გარეგნობის მქონე ადამიანების მიმართ სიძულვილით“, - განაცხადა მერკელმა.

შეგახსენებთ, გერმანიის ქალაქ ჰანაუში, რომელიც ფრანკფურტთან ახლოს მდებარეობს, შეიარაღებული პირი ორ სხვადასხვა ლოკაციაზე ჩილიმ ბარებს დაესხა თავს, რის შედეგადაც დაიღუპა 9 და დაშავდა 4 ადამიანი. მოგვიანებით პოლიციამ დამნაშავე, დედამისთან ერთად გარდაცვლილი იპოვა.

იხილეთ ვიდეო: გერმანიაში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულთა პატივის მისაგებად ათასობით ადამიანი შეიკრიბა

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა