ლიბანის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ავჭალაში, ლიბანის N29–N31 კორპუსების მიმდებარედ, საგზაო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის შედეგად, მოეწყობა ბორდიური და დაახლეობით, 2 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

„გლდანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად ვახორციელებთ. ლიბანის N29–31 კორპუსების მოსახლეობას დაზიანებული გზის საფარის გამო, გადაადგილება უჭირდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება და მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

ცნობისთვის, სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს „ელიზი“ ახორციელებს, 108 800 ლარია გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გამგეობამ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ლიბანის N29 კორპუსის წყალარინების ქსელიც მოაწესრიგა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა