კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ევროპარლამენტარ კაროლ კარსკისა და პოლონეთის ელჩ მარიუშ მაშკიევიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ევროპარლამენტარ კაროლ კარსკისა და პოლონეთის ელჩ მარიუშ მაშკიევიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. ამასთან დაკავშირებით უნივერსიტეტში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

უცხოელ პროფესორებს ჯილდო აკადემიურ განათლებასა და სამეცნიერო კვლევის, ასევე, უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცათ.

„დღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება ორ პოლონელ საზოგადო პოლიტიკურ მოღვაწეს. ესენი არიან: ევროპის პარლამენტის წევრი, კვესტორი, საერთაშორისო სამართლის დოქტორი, პროფესორი კაროლ კარსკი და საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარიუშ მაშკიევიჩი.

ეს ორივე ადამიანი არის საკმაოდ გავლენიანი და ცნობილი პიროვნება ევროპული პოლიტიკის მასშტაბით. განსაკუთრებით გამოვყოფ კაროლ კარსკის, რომელმაც დიდი როლი ითამაშა საქართველოს ევროპული ურთიერთობების ინტეგრაციის საქმეში და განსაკუთრებით ჩვენი უნივერსიტეტების პოლონურ და ევროკავშირის ქვეყნების უნივერსიტეტებთან შემდგომი ურთიერთობების განვითარების საქმეში“, - განაცხადა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს