ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალში მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტლის N11 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. 1 600 მ2 ფართობის სივრცეში, რომელიც ავტოსადგომადაა ქცეული, მულტიფუნქციური სკვერი განთავსდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა საბავშვო-გასართობი ზონები სხვადასხვა ატრაქციონით, დამონტაჟდება მაგიდის ჩოგბურთის მაგიდები, ასევე, განთავსდება დასასვენებელი სივრცეები, დამონტაჟდება საპარკე ავეჯი და ურნები.

მათივე ცნობით, სკვერში დასასვენებელ პავილიონთან ერთად, გათვალისწინებულია საფეხმავლო ბილიკების, განათებისა და სარწყავი ქსელების მოწყობა.

„გარდა ამისა, პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე დაირგვება სხვადასხვა მცენარეები - წითელი კოწახური, არღავანი, თეთრი (ცრუ) აკაცია, რობინია, ეონიმუსი, ლიგუსტრუმი, წითელი ნეკერჩხალი და ბალახი.

პროექტის ღირებულება 254 041 ლარს შეადგენს. სამუშაოები ვაკის გამგეობის ბიუჯეტიდან ფინანსდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს