ეკა ბესელია - საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრები გაგრძელდება და მათი საშუალებით მოხდება გარკვევა, არის თუ არა მზად ხელისუფლება რაიმესთვის

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ელჩებს შეხვდებიან და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაცია მათი საშუალებით მოხდება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 100/50- ზე შეთანხმება არ იქნება და ხელისუფლებას სხვა ვერსიების განხილვისკენ მოუწოდა, რომელიც „კომპრომისულ შეთანხმებას აზრს მისცემს“.

„იმ შემოთავაზებას არავინ დაეთანხმება, რაზეც იყო ბოლოს საუბარი, ამიტომ გაგრძელდება შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან. მათ ექნებათ ჩვენი ერთიანი პოზიცია და მათი საშუალებით მოხდება გარკვევა, არის თუ არა მზად ხელისუფლება რაიმესთვის.ეს არ იქნება მეხუთე რაუნდი, ეს იქნება ელჩებთან შეხვედრა და მათი საშუალებით მოხდება მედიაცია“, - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ ხედავენ პრობლემას ხელისუფლებისა და ცალკეული პარტიების შეხვედრებში.

„ხელისუფლება ინდივიდუალურად პარტიებსაც ელაპარაკება. შეხვედრაზე თქვეს, ვინც შეხვდა ხელისუფლებას, მაგრამ არ ვიტყვი, თუ ვინმეს სურდა ამის საჯაროდ თქმა, თავადაც იტყვის. თუ ხელისუფლება რამდენიმე პარტიას ცალკე ელაპარაკება, არაუშავს, ჩვენი პოზიცია მაინც ერთიანი იქნება, ვერ ვხედავთ ვერანაირ პრობლემას. ვერავინ ცალკე ვერ შეუთანხმდება ხელისუფლებას. პარტია, რომელიც ცალკე შეხვდება ხელისუფლებას და იტყვის რომ რაღაცაზეა თანახმა, არ ნიშნავს იმას, რომ დიდი საკონსულტაციო მაგიდაა თანახმა. ყველა უნდა შევთანხმდეთ, თორემ ინდივიდუალურად „გირჩი“ თუ თანახმა იქნება ხელისუფლების შემოთავაზებაზე, ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ მეც თანახმა ვარ?“, - განაცხადა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა