ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2020

გოგი წულაია - “ქართული ოცნება” თავს იკლავს, რომ როგორმე ნაცები დააბრუნოს”

ლაშა ჩხარტიშვილი - “რევოლუცია ჩვენ კი არა, “ოცნებას” უნდა”

* * *

გოგი წულაია - “ქართული ოცნება” თავს იკლავს, რომ როგორმე ნაცები დააბრუნოს”

“ქვეყანაში პოლარიზაცია ძლიერდება. საკითხავია, ვის აწყობს პოლარიზაცია?! რა თქმა უნდა “ქართულ ოცნებას” - ხელისუფლება ჩასვრილია და არ უნდა ყურადღება მძიმე რეალობაზე იყოს გადატანილი... ისე ამათი გამკვირვებია - იმ რესტორანთან რომ მართავენ აქციას, სადაც მერაბიშვილი იმყოფება, მისგან რას მოითხოვენ - თვითონ გამოაცხადოს, სხვა ბევრი დანაშაულიც ჩავიდინე და ციხეში მიმაბრუნეთო?! მერაბიშვილს რომ ყველაფერზე პასუხი არ უგია, ამას ვეთანხმები, მაგრამ ვერ გამიგია ამ პროტესტის არსი. მისი გამოსვლა რომ ვიღაცას გაუხარდა ეს გასაგებია, მაგრამ ოპოზიციის ლიდერი მისგან არ გამოვა. ლიდერი არა ტოროლა... თუ პროტესტის გამოხატვაა, ბარემ ივანიშვილი შუშის სასახლესთან მივიდნენ!” - აცხადებს პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე, ყოფილი დეპუტატი გოგი წულაია გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გოგი წულაია: “ქართული ოცნება” თავს იკლავს, რომ როგორმე ნაცები დააბრუნოს” / “2011 წლის 26 მაისს, მიტინგის დარბევისას ნაცებმა იმდენი მირტყეს, ბრეტელებიან მაიკაში 2 კვირა თავი არ მეტეოდა”.

“ისე, რა გვჭირს ამისთანა, რომ ლიდერისა და ბელადების გარეშე არ შეგვიძლია. 21 საუკუნეა, ყველა ადამიანი თანასწორია. რას ჰქვია ლიდერი, ან პოლიტიკოსისი გაკერპება და შეყვარება რა უბედურებაა? პოლიტიკოსი შეიძლება მოგწონდეს და მას ენდობოდე ან არ მოგწონდეს და არ ენდობოდე, სიყვარულით კი ოჯახის წევრების, ახლობლები, მეგობრები, ქალაქი, სოფელი, ბუნება უნდა გიყვარდეს... რაც შეეხება ჩემს დაჯარიმებას - ქუთაისში იმ თოვლიან დღეს ჯერ გაზი გაითიშა, მერე დენი. ამაზე უარესი პურის გაქრობა იყო - ხალხი უსმენდა ინფორმაციას იმაზე, რომ პურის ქარხნებს გაზის მიწოდება შეუწყდათ, ჩაცვივდნენ პანიკაში, დაიწყეს პურის მომარაგება - ხელისუფლება ამ ყველაფერს მშვიდად შეხვდა - იმის მაგივრად გამოსულიყვნენ, უთავბოლობით ხალხი უფრო ააღელვეს... საქალაქო სასამართლომ დამაჯარიმა, რასაც სააპელაციო სასამართლოში ვასაჩირებ!” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგი წულაია.

“გეტყვით ვისი და რისი იმედი აქვს “ქართულ ოცნებას” - ეგენი ფსონს თავიანთ თანამშრომლებსა და მათ ოჯახებზე დებენ. მერიების, სსიპების, აიპების, სამინისტროების, დეპარტამენტების მეტი რა არის! იქ უამრავი ადამიანია დასაქმებული. ქუთაისის საბიუჯეტ0 ორგანიზაციებში საშტატო დოღია გახსნილი. ხელშეკრულებით ახლებსაც იღებენ, ამით ხელისუფლება საარჩევნო ხმებს იმატებს - ამათ ხელფასებზე ბიუჯეტის ფული იხარჯება, ხმები კი “ოქნებას” უნდა მიუვიდეს. მოსახლეობის დიდი რაოდენობა რომ ნიჰილიზმშია, ხელისუფლება სწორედ ამის იმედაა,ჰგონია იმედგაცრუებულები არჩევნებზე არ მივლენ და არჩევნებზე ოპოზიციას დაამარცხებენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თავისუფალ საქართველოს” სხვა ოპოზიციასთან მხოლოდ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა გვაერთიანებს. ხალხი რომ ნაკლებად გამოვიდა ოპოზიციის მიტინგებზე, ამას თავისი მიზეზები აქვს. ნათქვამია, შეშინებული ძაღლი 9 წელი მთვარეს უყეფდაო. ხალხს შიში და გულგატეხილობა სააკაშვილის დროიდან მოჰყვება. უკმაყოფილო ბევრია, მაგრამ უკმაყოფილებას გარეთ ცოტა თუ გამოხატავს. ადამიანები ინერტულები გახდნენ... ოპოზიცია რომ ერთად დგას, ხალხი ამას სხვადასხვანაირად ხვდება - ერთი ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ სხვები “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად დადგნენ. მეორე ნაწილი ხვდება, რომ ეს აუცილებელია სამართლიანი არჩევნებისთვის. ჩვენ არ გვინდა, რომ ერთპიროვნული მმართველობა ჩაიბაროს და მთავრობა დააკომპლექტოს იმ პარტიამ, რომელსაც მოსახლეობის სულ რაღაც 20%-იანი მხარდაჭერა აქვს. დღევანდელი საშინელი და უსამართლო სისტემა ამის საშუალებას იძლევა. “ქართული იცნება” კი, რომელიც საარჩევნო ცვლილებებს ეწინააღმდეგება, ფაქტობრივად ნაცებს აბრუნებს”, - მიიჩნევს გოგი წულაია და შეკითხვაზე - “ნაციონალურ მოძრაობას” ამის შანსი აქვს?” - პასუხობს:

“საუბედუროდ, აქვს. ამას ხელისუფლება ხელს უწყობს - პოლარიზაციას ახდენს, თან სისტემას არ ცვლის - ეს ძალიან სარისკოა. რა გამოდის? “ქართული ოცნება” თავს იკლავს, რომ როგორმე ნაცები დააბრუნოს! თვითონ “ოცნებაში” ფულის კეთებაზე არიან გადასული და ამის გარდა არაფერი აღელვებთ. ჩვენ ხელისუფლებაში არც “ოცნება” გვინდა და არც “ნაციონალური მოძრაობა!” 2011 წლის 26 მაისს მიტინგის დარბევის დროს ნაცებმა იმდენი მირტყეს, ბრეტელებიან მაიკაში 2 კვირის განმავლობაში თავი არ მეტეოდა. მე ნაცების დაბრუნება როგორ უნდა მინდოდეს... ჩვენი მოთხოვნაა - ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ყველამ მიიღოს იმ რაოდენობის მანდატი, რამდენი ხმაც აიღო”

ლაშა ჩხარტიშვილი - “რევოლუცია ჩვენ კი არა, “ოცნებას” უნდა”

"რევოლუციური სცენარი თავად ხელისუფლებას აქვს. რევოლუციის იმიტირება თუ ვინმეს აწყობს, ეს პირველ რიგში ივანიშვილია და არა ოპოზიცია. ოპოზიცია მზადაა ნებისმიერი მოდელით წავიდეს არჩევნებზე, თუმცა ვცდილობთ, არჩევნები სამართლიანი სისტემით ჩატარდეს და გვინდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რადგან ეს ივანიშვილის რეჟიმის დასრულების მეტ გარანტიას იძლევა. მეორეცაა - ვიბრძვით საერთოდ დავასრულოთ ერთპარტიული მმართველობა ქვეყანაში. ამიტომ რევოლუციაზე ბოდვები და შეთქმულების თეორიები ახალი არ არის. ეს ყველა ავტორიტარ რეჟიმს ახასიათებს”, - აცხადებს ლეიბორისტი ლაშა ჩხარტიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ლაშა ჩხარტიშვილი: “რევოლუცია ჩვენ კი არა, “ოცნებას” უნდა” / “გირგვლიანის საქმეზე, მერაბიშვილთან ერთად მურუსიძეც უნდა გასამართლებულიყო”.

“რევოლუციაზე საუბარი სააკაშვილსაც უყვარდა, შევარდნაძესაც, რომელმაც, საბოლოო ჯამში იმდენი ქნა, რომ თავად მოიწყო რევოლუცია. სწორედ არჩევნების გაყალბებამ აიძულა საზოგადოება რევოლუციურ რეჟიმში გადასულიყო. რევოლუციები ყოველთვის ხელისუფლების დამსახურებაა, მას ოპოზიცია კი არა, ხელისუფლება იწვევს. ჩვენ არჩევნებზე მივდივართ, მაგრამ თუ “ოცნება” წიხლებითა და ავტომატებით, მასობრივი გაყალბებით შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას, ამ შემთხვევაში მოქალაქეებს აქვთ უფლება, საკუთარი არჩევანი დაიცვან. ჩვენ ჯერ მხოლოდ არჩევნების მოგებაზე ვფიქრობთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ჩხარტიშვილი.

“4 აპრილს, 4 საათზე პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი აქციის თვის ვემზადებით. ყველა მოქალაქის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენი გამოვა. რაც უფრო მასშტაბური იქნება აქცია, მით უმტკივნეულოდ ჩაივლის ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ ოპოზიციის ლიდერები ჩავიდნენ რაგიონებში, ადგილებზე ავუხნათ, რა მდგომარეობაც არის... ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვიბრძვით არა მხოლოდ ივანიშვილის წასასვლელად, არამედ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში აღარასოდეს იყოს ერთი პარტია და ერთი კაცი ყველაფერი - მე ვფიქრობ, ამას გაიგებს ხალხი”, - დაასკვნის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ვანო მერაბიშვილს მიიღებთ ლეიბორისტების ოფისში?...” - პასჯუხობს:

“მერაბიშვილმა სასჯელი მოიხადა. ეს კარგი პრეცედენტია. ყველა მინისტრმა უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყანაში დანაშაულისთვის ყველას მოეთხოვება პასუხი. ეს კარგად უნდა იცოდეს პატიმრობის კანდიდატმა გახარიამ. ცხადია, ამას კანონი იტყვის და არა სხვა ვინმე... დაუსჯელი ბევრი დარჩა, ბევრი დანაშაულია გამოუძიებელი და გაუხსნელი. ეს ფაქტია. სამართლიანობა რომ არ აღდგა, ეს ივანიშვილის კისერზეა. სტრასბურგის სასამართლოს მიხედვით, გირგვლიანის საქმის გამოძიებისთვის ხელის შეშლაში თანაბრად იყო დამნაშავე შსს და სასამართლო. მერაბიშვილთან ერთად ამ საქმეზე მურუსუძეც უნდა გასამართლებულიყო. ის გასამართლდა კი არა, უვადო მოსამართლე გახდა. წინა ხელისუფლების 80% თავის დამნაშავე-დანაშაულიანად ამ ხელისუფლებამ გადმოიბარა”...

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით