დიდ დიღომში, ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოსდამცველები საბავშვო ბაღ "ხუთკუნჭულას" მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ.
როგორც აქციის ორგანიზატორმა, გიორგი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბაღში 500 ბავშვი სწავლობს, რომლებიც კორპუსების აშენების შემთხვევაში „მზეს ვერასდროს ნახავენ“.
"ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ მოსახლეობასთან ერთად და ვაპროტესტებთ ორი რვასართულიანი კორპუსის მშენებლობას საბავშვო ბაღის ტერიტორიის მოპირდაპირე მხარეს. ეს ადამიანები იძახიან, რომ ტერიტორია მათ ეკუთვნით. ისინი ამ მშენებლობით ბაღის ერთ-ერთ შესასვლელსაც კეტავენ, ასევე კორპუსის აშენების შემთხვევაში ბაღის ბავშვები იქნებიან დაუცველები, რადგან აქ იქნება მტვერი. 500 ბავშვი სწავლობს ამ ბაღში, რომელიც კორპუსის აშენების შემთხვევაში მზის შუქს ვერასდროს ნახავს. მშენებლობას უცხოური კომპანია "იჯი გრუპი" აწარმოებს. ჩვენ მივმართეთ მერიას, გამგებელი საქმის კურსშია, ყველამ იცის და გვეუბნებიან, რომ აგვარებენ ამ საკითხს, რომ მიდის მოლაპარაკებები მფლობელთან, რათა მშენებლობის ადგილმონაცვლეობა მოხდეს",- განაცხადა გიორგი ჯაფარიძემ.
აქციის მონაწილეებს პოლიტიკური გაერთიანება "ლელოს" წარმომადგენელიც შეუერთდა და მოსახლეობას დახმარებას დაპირდა.
იხილეთ ვიდეო: საბავშო ბაღ "ხუთკუნჭულას" მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"