სერგი კაპანაძე - მიდგომით, როდის ჩამოიღებენ ​ოპოზიციის ლიდერების საქმეებს თაროდან, კავშირში არ არის დიალოგთანო, არანაირი დიალოგი არ იქნება

როდის ჩამოიღებენ თაროდან ოპოზიციის ლიდერების საქმეებს, კავშირში არ არის დიალოგთანო , ამ მიდგომით, რა თქმა უნდა, არანაირი დიალოგი არ იქნება,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ დიალოგის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არსებული მოდელით „უფრო დრამატულად და კატასტროფულად დამარცხდება, ვიდრე მას წარმოუდგენია.“

მისივე თქმით, დიალოგი ხელისუფლებამ ჩაშალა და ამ აზრს საქართველოს პარტნიორებიც იზიარებენ.

„მოვისმინეთ ბატონი თალაკვაძის, ასევე, ბატონი ქანთარიას განცხადებები, რომ როდის ჩამოიღებენ თაროდან ოპოზიციის ლიდერების საქმეებს, როდის მოუწევთ კალენდრით დაჭერა, კავშირში არ არის დიალოგთანო და ამ მიდგომით, რა თქმა უნდა, არანაირი დიალოგი არ იქნება. კარგად უნდა ესმოდეს ყველას, დიალოგი ჩაშალა ხელისუფლებამ მაშინ, როცა დაიჭირა გიგი უგულავა და ეს შეფასება ასევე გაიზიარა და ასე იქნა შეფასებული ამერიკელი და სხვა პარტნიორებისგან დიალოგის ჩაშლა. ამიტომ, თუ ივანიშვილს და არა ბატონ თალაკვაძეს, ქანთარიას და სხვებს, რომლებიც საკუთარ აზრს არ ახმოვანებენ, სურს დიალოგის განახლება, მაშინ მან უნდა გაუშვას პოლიტიკური ლიდერები და მერე მოემართოს იმაზე, რომ ისაუბროს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ან მასთან მიახლოებულზე, რომელთანაც ახლოს არ არის 100/50-ზე და ახლოს არის ჩვენს მიერ გაკეთებული შეთავაზებები გერმანულ მოდელზე, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებზე, ასევე, ჩვენ მიერ იმ დღეს გაკეთებული შეთავაზება, როცა გიგი უგულავა დააკავეს - 130/20-ზე. ამაზე თუ იქნებიან მზად, მაშინ დიალოგი განახლდება, მაგრამ ამ დამოკიდებულებების პირობებში არანაირი დიალოგი არ იქნება და ხელისუფლება დამარცხდება დღევანდელი სისტემით იმიტომ, რომ ჩვენ გეგმა ბ-ზე ვმუშაობთ საკმაოდ პროდუქტიულად და ვთანხმდებით მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან კანდიდატებზე, ამის შედეგად დამარცხდება ხელისუფლება, ოღონდ უფრო დრამატულად და კატასტროფულად, ვიდრე მას წარმოუდგენია“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისათვის, დღეს არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „მაგიდის აყირავება პოპულისტური ტერმინია, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი იყენებს და სინამდვილეში მაგიდა თავის ადგილას დგას.“ თალაკვაძე ამბობს, რომ დიალოგთან დაკავშირებით ხელისუფება და საქართველოს პარტნიორები ერთ აზრზე არიან, ოპოზიციას კი დესტრუქციული პოზიცია აქვს. ამის მიუხედავად, ის დარწმუნებულია,რომ ოპოზიცია დიალოგს დაუბრუნდება.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო