დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაში მონაწილეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მინისტრი სესიის გახსნას დაესწრო, სადაც სიტყვით გამოვიდნენ ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი, გაეროს გენერალური მდივანი, გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„დავით ზალკალინი სიტყვით გამოვა მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში, სადაც ისაუბრებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შემნილ უმძიმეს ვითარებაზე. ვიზიტის დროს, მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, კერძოდ: გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერესთან, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორთან ფრენსის გარისთან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან ფილიპო გრანდისთან, ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან ელიზაბეთ ტიჩი-ფისლბერგერთან. მინისტრი ასევე შეხვდება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პეკკა ჰაავისტოს, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ენ ლინდეს და მალდივების საგარეო საქმეთა მინისტრს აბდულა შაჰიდს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“