როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში

ჩვენ უკვე შევაბიჯეთ მდგრადი განვითარების მიზნების (მგმ-ები) განხორციელების ბოლო ათწლეულში. გლობალური განვითარების ამბიციურმა დღის წესრიგმა ხელი შეუწყო ახალი პოლიტიკის განსაზღვრას, ინვესტიციებსა და თანამშრომლობას, მსოფლიოს წინაშე მდგარ სოციალურ და ეკოლოგიურ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

მიუხედავად არსებული პროგრესისა, აზია და წყნარი ოკეანეთი მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან 2030 წლამდე ვერც ერთის მიღწევას შეძლებს. უფრო დადებითად თუ მივუდგებით, მგმ-ების განხორციელებასთან დაკავშირებულ გაეროს ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეგიონში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სიღარიბის დაძლევის (მიზანი 1) და ხარისხიანი და უწყვეტი განათლების უზრუნველყოფის მიმართულებით (მიზანი 4). ამასთან, მნიშვნელოვანი წინსვლაა ხელმისაწვდომი და საიმედო ენერგიის უზრუნველყოფის კუთხით (მიზანი 7).

გარკვეული წარმატების მიუხედავად, გაეროს შეფასებით, 2030 წლისთვის ყველა მიზნის მისაღწევად აღნიშნული პროგრესი მეტისმეტად ნელია. აზიასა და წყნარ ოკეანეთში თითქმის ნახევარი მილიარდი ადამიანი (479 მილიონი) კვლავ შიმშილობს. გაეროს ბოლო ანგარიშის თანახმად, რეგიონში მდგრადი განვითარების მე-2 მიზნის მისაღწევად 2030 წლის დეკემბრამდე შიმშილს ყოველ თვე 3 მილიონმა ადამიანმა უნდა დააღწიოს თავი. მდგრადი განვითარების მიზნების ნახევარზე მეტი რეგიონში სტაგნაციას განიცდის ან პროგრესი არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს.

აღნიშნული სიტუაცია განსაკუთრებით ყურადსაღებია ეკონომიკის მიმართულებით არსებული არამდგრადობის გამო, მათ შორის აშშ-სა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო შეთანხმების პირველი ეტაპის წარმატებით შესრულება-არშესრულების, ასევე ინდოეთის მიერ რეგიონული თანამშრომლობისა და ეკონომიკური პარტნიორობის დატოვების გამო, რაც მუდმივად ხელს უშლის ზრდას.

2019 წლის დეკემბერში, ADB-მა 5.2%-მდე შეამცირა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის პროგნოზი როგორც 2019 ისე 2020 წელს, მაშინ როცა, სამი თვით ადრე 2019 წელს 5.4%-იან, ხოლო 2020 წელს 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებდა. ADB-მა ასევე გაზარდა თავისი 2019 წლის სექტემბრის ინფლაციის პროგნოზი 2019 და 2020 წლის 2.7%-დან 2019 წელს 2.8%-მდე და 2020 წელს 3.1%-მდე.

ADB-ის ეკონომიკის მკვლევარები იუწყებიან, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბევრ ქვეყანაში ექსპორტის კლება და ინვესტიციების შესუსტება შეინიშნება. სავარაუდოდ, აღმოსავლეთ აზიაში ზრდა მოსალოდნელთან შედარებით დაბალი იქნება, ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა ვაჭრობის კუთხით არსებული დაძაბულობა და გლობალური აქტივობების შენელება. მოსახლეობაზე ასევე გავლენა იქონია წინა წელთან შედარებით ღორის ხორცზე ფასების გაორმაგებამ. ინდოეთში სამომხმარებლო სექტორზე ზემოქმედება მოახდინა სამუშაო ადგილების უმნიშვნელო ზრდამ და სასოფლო-სამეურნეო სიდუხჭირემ, რაც მწირმა მოსავლიანობამ გამოიწვია. რეგიონში მზარდი ფასები და ეკონომიკის შენელება არ ქმნის შესაფერის გარემოს მდგრადი განვითარების მიზნების ახალი, მეტი შემართებით შესრულებისათვის.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, რა შეიძლება გაკეთდეს 2020 წელს, იმისათვის რომ აზიასა და წყნარ ოკეანეთში მგმ-ის შესრულება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს?

მდგრადი მმართველობისა და ვალდებულებებისადმი ერთგულების დემონსტრირება, ისევე როგორც მხარდამჭერი მაკროეკონომიკური პოლიტიკის ამოქმედება, მთავრობებზეა დამოკიდებულია.

მთავრობებმა პრიორიტეტად უნდა დაისახონ მგმ-თვის საჭირო სახელმწიფო ხარჯების გამოყოფა, სამინისტროებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, მათ შორის ბიზნესის, მომხმარებლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დონორებისთვის საჭირო პირობების შექმნა, მათი კონტრიბუციის უზრუნველსაყოფად.

ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესებამ უფრო თანმიმდევრული, სტაბილური და მგრძნობიარე მარეგულირებელი ჩარჩოების საშუალებით შესაძლოა ბიძგი მისცეს სასიცოცხლო მნიშვნელობის ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, რაც გადამწყვეტია მგმ-ის მრავალი მიზნის მისაღწევად. მსოფლიო ბანკის ცნობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ინდოეთი, პაკისტანი და ტაჯიკეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომელთაც 2018 წლის მაისიდან 2019 წლის მაისამდე, ბიზნესის კეთება გააადვილეს. მათი ბოლოდროინდელი რეფორმები შესაძლოა მაგალითის მიმცემად იქცეს სხვა ქვეყნებისთვის შიდა ცვლილებების განსახორციელებლად.

ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარებმა ჰომი ხარასმა და ჯონ მაკარტურმა შეისწავლეს მგმ-ის შესრულებისათვის აუცილებელი ფაქტორები, ხარჯები და ფინანსები. მათი აზრით, მთავრობებმა მგმ-ის ხარჯები მთავრობის ფინანსურ აღრიცხვებსა და ანგარიშებში უნდა ჩართონ, ასევე გადაისინჯოს საერთაშორისო სახელმწიფო დაფინანსების მოცულობები და გამოყოფილი თანხები მგმ-ის პერსპექტივიდან და შექმნან მგმ-თანმიმდევრული ინტეგრირებული ეროვნული დაფინანსების ჩარჩო, რომელიც მათ დაეხმარება მგმ-თან დაკავშირებული სახელმწიფო ხარჯების ეფექტურ მართვაში. მათი რეკომენდაციით, ქვეყნებმა და მათმა საერთაშორისო პარტნიორებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ დაფინანსების საერთაშორისო სისტემის მგმ-ებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად და ასევე მგმ-ზე ორიენტირებული ეროვნული ჩარჩოების განხორციელების წასახალისებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე აზია და წყნარი ოკეანეთი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით არ იმყოფება სასურველ ეტაპზე, ჯერ კიდევ წინ არის ათწლეული დაკარგული დროის ასანაზღაურებლად. თუმცა მგმ-ის ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად და 2030 წლამდე შესასრულებლად მიდგომები დროულად უნდა შეიცვალოს. მილიონობით ადამიანის კეთილდღეობა, საარსებო საშუალებები და უსაფრთხოება დროულ მოქმედებაზეა დამოკიდებული.

ბარტ ედესი

აზიის განვითარების ბანკის ჩრდილოეთ ამერიკის ოფისის წარმომადგენელი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით