გუდაურში მოკლულის ოჯახის წევრი მომხდართან დაკავშირებით კიდევ ერთ ვერსიაზე საუბრობს

გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახის წევრი ნინო გულიაშვილი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს, მოკლული ბარმენად მუშაობდა და მან ტურისტებს შეუსაბამო თანხა გადაახდევინა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, თამაზ გორთამაშვილი ბარიდან ერთი თვის წასული იყო და სნოუბორდის ინსტრუქტორად მუშაობდა. ბარში კი უბრალოდ იყო შესული.

„ვიცით, რომ მოხდა რაღაც შელაპარაკება, უშუალოდ თამაზი არ ფიგურირებდა ამ უთანხმოებაში. არ ჰქონდა უშუალო შეხება, კავშირი და კონფლიქტი კობიაშვილთან. ის სხვის კონფლიქტს შეეწირა, ის შეეწირა ადამიანურ ჩვევას თავისას, ის სხვის დასახმარებლად ყოველთვის მზად იყო, უბრალოდ ის მოხვდა ცუდ დროს ცუდ ადგილას. თამაზი ყოველთვის იყო გამშველებელი, ასე ახასიათებენ ხოლმე. გავრცელდა ინფორმაცია თითქოს, უშუალოდ თამაზი მუშაობდა ბარში, სადაც მოხდა შელაპარაკება, უშუალოდ თამაზი იყო ბარმენი და ტურისტებს ახდევინებდა ბევრს, ეს არის ცრუ, ის ბოლო ერთი თვე საერთოდ აღარ მუშაობდა ბარში და იყო სნოუბორდის ინსტრუქტორი. იმ ბარში უბრალოდ იყო შესული. არასწორია, როცა ადამიანი გამოიყვანეს გმირი, რადგან ის იყო ერაყში და იბრძოდა, ეცვა ფორმა, არ ნიშნავს. შეიძლება მართლაცაა გმირი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ თაზო არ იყო გმირი, თაზოც იყო ჩვენი გმირი, მეგობრების გმირი, რომელიც ყოველთვის მზად იყო მეგობარს დახმარებოდა“, - განაცხადა ნინო გულიაშვილმა.

ნინო გულიაშვილი „პალიტრანიუსთან“ კიდევ ერთ ვერსიაზე საუბრობს.

„ვუყურებ და ისეთი სასტიკი ცემაც არ იყო, რომ ამ ბიჭებს ის მოეკლათ და თუ მაინცდამაინც იმ ადამიანმა ჩათვალა, რომ ეს ბიჭები მისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ და თუნდაც ცემით შეიძლებოდა ამ ბიჭებს ის მოეკლათ, მას ჰქონდა საკმაოდ დრო რომ გარიდებოდა და გაერიდა კიდეც, ჩანს კადრებში რომ მიდის. აქვს დრო შენობაში შესვლის, უკანა მხრიდან გასვლის, მანქანასთან მისვლის... თუ მე ადამიანს მიმაჩნია, რომ საფრთხე მემუქრება და ვიღაც მომსდევს, რომ უნდა მომკლას, ლოგიკურია, რომ სულ აღარ გამოვჩნდები და დავიმალები. მე მგონია, რომ მას ჰქონდა განზრახული რომ ეს გაეკეთებინა. ეს არის ჩემი ვერსია“, - განაცხადა გულიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს