BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა

BDO-მ წარმატებით დანერგა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის მსოფლიოში აღიარებული სტანდარტი ISO/IEC 27001 და გაიარა შესაბამისი სერტიფიცირება.

სტანდარტის დანერგვის ყველა სამუშაო BDO-ს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების მიერ შესრულდა, ხოლო აუდიტი ჩაატარა და შესაბამისი სერტიფიკატი გასცა წამყვანმა ევროპულმა კომპანია EuroCert-მა, რომელიც სასერტიფიკატო მომსახურებას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ეწევა.

ISO/IEC 27001 წარმოადგენს მენეჯმენტის აქტიური ჩართულობით რისკების ეფექტურად მართვაზე დაფუძნებულ სისტემას, რომლის მიზანია მონაცემთა უსაფრთხოება და ბიზნეს პროცესების განგრძობითი მუშაობის უზრუნველყოფა.

ISO/IEC 27001 ერთადერთი აუდირებადი საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის მოთხოვნებს განსაზღვრავს. BDO-ს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა მოიცავს ტექნიკური, ადმინისტრაციული და ფიზიკური უსაფრთხოების მთელ რიგ კონტროლებს კომპანიის თანამშრომლებისა და კლიენტების ინფორმაციის დაცულობისთვის ზოგადი ბიზნესრისკის კონტექსტის გათვალისწინებით.

ანზორ მეხრიშვილი, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი: „თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში აქტიურად ჩნდება ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ახალი რისკები და გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს მაღალი დონის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. სწორედ ამიტომ ჩვენმა გუნდმა განახორციელა პროექტი, რომელიც ვფიქრობთ, BDO-ს პროფესიონალური სერვისის სავიზიტო ბარათი გახდება. კომპანიებს ვთავაზობთ ინფორმაციულ და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მომსახურებას და იმისთვის რომ დამკვეთები დარწმულებული იყვნენ ჩვენს შესაძლებლობებში, პირველ რიგში BDO-ში დავნერგეთ ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო სტანდარტი - ISO/IEC 27001, რომელიც ბოლო დროს გახშირებული კიბერთავდასხმების ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორისთვის.”

ზურაბ ლალაზაშვილი, მმართველი პარტნიორი: „გამორჩეული მომსახურება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და ინფორმაციის უსაფრთხოების აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობა, რაც ჩვენთვის გადმოცემული ინფორმაციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დღევანდელ დღეს სწორად შერჩეული ტექნოლოგიების გამოყენება ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი საფუძველია. რაც უფრო დამოკიდებული ვხდებით ტექნოლოგიებზე, მით უფრო იზრდება იმ მონაცემების მოცულობა, რომელიც ამ ტექნოლოგიების მეშვეობით მუშავდება და ამიტომ ინფორმაციის დაცულობა და უსაფრთხოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. კლიენტებისა და პარტნიორების მიმართ დიდი პასუხისმგებლობა გვკარნახობს, რომ მათ უსაფრთხოების, დაცულობისა და სიმშვიდის ის ხარისხი მივცეთ, რისი მოლოდინიც აქვთ და რასაც იმსახურებენ. ISO/IEC 27001 სერტიფიცირება თითოეული ჩვენი კლიენტისთვის არის მათი ინფორმაციის დაცულობის გარანტი მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად”.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით