სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები იზრდება

სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები იზრდება. „ნარჩენების მართვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 1 კუბურ მეტრამდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირების დაჯარიმებას 500 ლარით (ნაცვლად 200 ლარისა), ხოლო იურიდიული პირების - 2 000 ლარით (ნაცვლად 500 ლარისა).

იმ შემთხვევაში, თუ ამ ტიპის ნარჩენების მოცულობა 1მ3- დან 10 მ3-მდეა, მაშინ ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ნაცვლად 1500 ლარით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი დადგენილი ჯარიმა შეადგენს 3000 ლარს, 1500 ლარის ნაცვლად.

როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, ფიზიკური პირებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის გასამმაგება იმან გამოიწვია, რომ ამ ტიპის სამართალდარღვევას უფრო ხშირად ფიზიკური პირები ჩადიან.

10 მ3-დან 50 მ3-მდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 5000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი - 15000 ლარით.

ჯარიმის ოდენობა კიდევ უფრო იზრდება, თუ სახეზეა 50 მ3 ან 50 მ3-ზე მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანების შემთხვევა. ასეთ დროს ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირს - 30 000 ლარის ოდენობით.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო