სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისთვის რეკომენდაციები მუშავდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი აზიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ინსტიტუტის (IDACA) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ექსპერტს, ტერუნუმა ჰიროშის და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობისთვის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს.

„როგორც შეხვედრაზე გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში კოოპერაციული მეურნეობების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და, შესაბამისად, იაპონიის მხრიდან ექსპერტული დახმარება მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე მხარეებმა რეკომენდაციების შემუშავების საკითხები განიხილეს.

სამინისტროს უწყების „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“ და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA), ერთობლივი პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა საქართველოში“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისათვის რეკომენდაციების შემუშავება მიმდინარეობს, რომლის პრეზენტაციაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 28 თებერვალს გაიმართება.

შეხვედრას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და უწყების შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს