ალეკო ელისაშვილი - დარწმუნებული ვარ, შერეული სისტემითაც შევძლებთ „ქართული ოცნების“ დამარცხებას

ჩემთვის სულ ერთი არ არის რა მოხდება ივანიშვილის წასვლის შემდეგ, ივანიშვილი რომ წავა და დავამარცხებთ ნებისმიერი სისტემით ეს გასაგებია, მაგრამ მერე რა ხდება? - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, მომავალში ისეთი სისტემა უნდა შეიქმნას, რომელიც ავტომატურად გამორიცხავს ვინმეს ხელში ძალაუფლების ჩაგდებას.

„ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაამართლა, ეს ხალხი არის გასაშვები. მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ შერეული სისტემითაც შევძლებთ „ქართული ოცნების“ დამარცხებას, მაგრამ მარტო, მოდი ოღონდ ივანიშვილი გავუშვათ და მერე ქვა ქვაზე აღარ დარჩენილა ხომ არაა მხოლოდ? მერე რა მოხდება? ასეთი არჩევანი უნდა დამთავრდეს ქვეყანაში. ოღონდ გაგვეშვა და მერე არ ვიცოდით რა მოხდებოდა. მეც ძალიან გულანთებული ვიყავი და მეგონა, რომ სააკაშვილს გავუშვებდით და ბედნიერების ხანა დადგებოდა საქართველოში და ივერია გაბრწყინდებოდა, მაგრამ არ გაბრწყინდა ხო? მომავალზე უნდა ვიფიქროთ. მეორე დღეს როგორ საქართველოში ვიღვიძებთ? მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ 2020 წლის ოქტომბერი იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვების თვე და ამაში მე, ჩემი გუნდი და საერთოდ ყველა, ძალიან დიდ ძალისხმევას ჩავდებთ. ისეთი პოლიტიკური სისტემა უნდა შევქმნათ, რომ არანაირი სააკაშვილის შემოვარდნები და მეგის ქარდავას გაჯეჯილების საფრთხე არ იყოს. ოღონდ ეს ყველაფერი მუშტით და წიხლით კი არ უნდა ვქნათ, სისტემა უნდა შევქმნათ ისეთი, რომელიც ავტომატურად გამორიცხავს ვინმეს ხელში ძალაუფლების ჩაგდებას.“, - განაცხადა ელისაშვილმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ალეკო ელისაშვილი - დარწმუნებული ვარ, შერეული სისტემითაც შევძლებთ „ქართული ოცნების“ დამარცხებას

ჩემთვის სულ ერთი არ არის რა მოხდება ივანიშვილის წასვლის შემდეგ, ივანიშვილი რომ წავა და დავამარცხებთ ნებისმიერი სისტემით ეს გასაგებია, მაგრამ მერე რა ხდება? - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, მომავალში ისეთი სისტემა უნდა შეიქმნას, რომელიც ავტომატურად გამორიცხავს ვინმეს ხელში ძალაუფლების ჩაგდებას.

„ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაამართლა, ეს ხალხი არის გასაშვები. მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ შერეული სისტემითაც შევძლებთ „ქართული ოცნების“ დამარცხებას, მაგრამ მარტო, მოდი ოღონდ ივანიშვილი გავუშვათ და მერე ქვა ქვაზე აღარ დარჩენილა ხომ არაა მხოლოდ? მერე რა მოხდება? ასეთი არჩევანი უნდა დამთავრდეს ქვეყანაში. ოღონდ გაგვეშვა და მერე არ ვიცოდით რა მოხდებოდა. მეც ძალიან გულანთებული ვიყავი და მეგონა, რომ სააკაშვილს გავუშვებდით და ბედნიერების ხანა დადგებოდა საქართველოში და ივერია გაბრწყინდებოდა, მაგრამ არ გაბრწყინდა ხო? მომავალზე უნდა ვიფიქროთ. მეორე დღეს როგორ საქართველოში ვიღვიძებთ? მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ 2020 წლის ოქტომბერი იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვების თვე და ამაში მე, ჩემი გუნდი და საერთოდ ყველა, ძალიან დიდ ძალისხმევას ჩავდებთ. ისეთი პოლიტიკური სისტემა უნდა შევქმნათ, რომ არანაირი სააკაშვილის შემოვარდნები და მეგის ქარდავას გაჯეჯილების საფრთხე არ იყოს. ოღონდ ეს ყველაფერი მუშტით და წიხლით კი არ უნდა ვქნათ, სისტემა უნდა შევქმნათ ისეთი, რომელიც ავტომატურად გამორიცხავს ვინმეს ხელში ძალაუფლების ჩაგდებას.“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს