ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კოალიციის „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის“ წევრს, ექსპერტს, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ირაკლი, მას შემდეგ რაც პარლამენტში ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი არ მივიდა, მანამდე ჯანდაცვის მინისტრი არ მისულა, ახლა ყველაზე აქტიურად ეს თემები განიხილება და რადგან ასეა, ჩვენი საუბარიც ამით რომ არ დავიწყოთ, გაუგებარიც იქნებოდა.

„ქართული ოცნების“ ყოფილმა სახემ ლევან კობერიძემ მმართველი გუნდი „პოლიტიკურ აფერისტობაში“, ხოლო მეორე ასევე ყოფილმა წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლები კორუფციასა და საბიუჯეტო თანხების მითვისებაში დაადანაშულა.

მათი მტკიცებით, ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში მიუსვლელობით თავი აარიდა დღგ-ს სკანდალს, ასევე თამბაქოს გაძვირების საკითხებს, ასევე ტელევიზიების მიერ დავალიანების დაფარვის თემებს იმ პირობებში, როცა ტვ „იმედს“ ყველაზე მეტი შემოსავლები კი აქვს, მაგრამ იგი სხვა ტელევიზიებისგან განსხავვებით დავალიანებას არ იხდის.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა პარლამენტში მინისტრის მიუსვლელობამ, ოპოზიციის ბრალდებებმა და ამ ბრალდებებზე ხელისუფლების წარმომადგენელთა რეაქციამ?

- ალბათ პოლიტიკური ანა-ბანათი უნდა დავიწყოთ. საქართველო დღეს არის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლის კონსტიტუციის 36 მუხლში „პარლამენტის სტატუსი და უფლებამოსილება“ ვკითხულობთ:

1. საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ....კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას „

ხოლო მუხლი 54. მთავრობა, ამბობს:

2. მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე.

ხოლო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მუხლი 40 ამბობს: -

1. საქართველოს მთავრობის წევრი..... უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს კომიტეტის სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.“

ახლა როცა ამის შემდეგ ბატონი მინისტრი იწყებს შეფასებების გაკეთებას, რომ მას პარლამენტში საქმისთვის კი არ იბარებდნენ, იქ სხვა პოლიტიკური ინტერესებია და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ მინისტრი არღვევს კონსტიტუციას და ქვეყნის კანონმდებლობას, რაც მისი იმპიჩმენტის საფუძველი უნდა იყოს.

როცა ბატონი მინისტრი იწყებს შეფასებების გაკეთებას, რომ მას პარლამენტში საქმისთვის კი არ იბარებდნენ, იქ სხვა პოლიტიკური ინტერესებია და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ მინისტრი არღვევს კონსტიტუციას და ქვეყნის კანონმდებლობას, რაც მისი იმპიჩმენტის საფუძველი უნდა იყოს

პირველი ვინც უნდა ილაშქრებდეს მთავრობის წევრთა მსგავსი ქმედებების, პარლამენტის როლის დაკნინებისა და იგნორირების წინააღმდეგ, ითხოვდეს მთავრობისაგან კონსტიტუციის დაცვასა და პარლამენტის ლეგიტიმური უფლებამოსილებების პატივისცემას, უნდა იყოს თავად პარლამენტის თავმჯდომარე, რაც სამწუხაროდ არ ხდება.

ეს ვითარება გვიჩვენებს, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობა ვერ აღიქვამს პარლამენტს, როგორც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, რომლის წინაშეა ანგარშვალდებული მთავრობა.

ეს ვითარება გვიჩვენებს, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობა ვერ აღიქვამს პარლამენტს, როგორც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, რომლის წინაშეა ანგარშვალდებული მთავრობა

პირიქით, როგორც ჩანს, პარლამენტის ხელმძღვანელობა საკუთარ თავს აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატად და მის მომსახურე სტრუქტურად განიხილავს. ეს ვითარება მრავალი წელია გრძელდება და ადრე თუ გვიან ყველა პარლამენტს ძვირად უჯდებოდა, დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე მოხდება.

როგორც ჩანს, პარლამენტის ხელმძღვანელობა საკუთარ თავს აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატად და მის მომსახურე სტრუქტურად განიხილავს. ეს ვითარება მრავალი წელია გრძელდება და ადრე თუ გვიან ყველა პარლამენტს ძვირად უჯდებოდა, დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე მოხდება

- აშკარად ცალკე საუბრის თემაა გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გაძვირებას ეხებოდა და რის გამოც ყველაზე იაფფასიანი იმპორტული თამბაქოს ერთი კოლოფის ფასი სავარაუდოდ, 15 ლარი იქნებოდა.

ამ თემას სოციალურ ქსელში ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი გამოეხმაურა სადაც მან დაწერა - „არავის უთქვამს, სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ 15 ლარი გახდეს“. ჯერ არ ვაპირებთ, ტყუილა ნერვიულობთო.“

ახლა კი კეთდება კომენტარები, რომ იმპორტირებულ თამბაქოზე ფასი 2026 წლის შემდეგ გაძვირდება, მაგრამ დარჩა შთაბეჭდილება, რომ იმპორტირებულ სიგარეტზე თამბაქოს ფასის გაზრდა მართლაც იგეგმებოდა, მაგრამ მოახლოებული არჩევნების წინ ხელისუფლება მოერიდა ამგვარი ნაბიჯის გადადგმას.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა თამბაქოს ფასების ზრდასთან დაკავშირებით ატეხილმა აჟიოტაჟმა? რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება ოპოზიციის ბრალდებები იმის შესახებ, რომ თაბბაქოს ბიზნესს ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები კურირებენ?

- საერთოდ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ მწეველების წინააღმდეგ ბრძოლამ ქვეყანაში უკვე სადამსჯელო ოპერაციის სახე მიიღო. კარგი იქნებოდა ასე სკურპულოზურად ევროკავშირის რეკომენდაციებს სასამართლო დამოუკიდებლობის, ადამიანის უფლებებების დაცვის, თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით ვიცავდეთ.

შთაბეჭდილება მრჩება, რომ მწეველების წინააღმდეგ ბრძოლამ ქვეყანაში უკვე სადამსჯელო ოპერაციის სახე მიიღო. კარგი იქნებოდა ასე სკურპულოზურად ევროკავშირის რეკომენდაციებს სასამართლო დამოუკიდებლობის, ადამიანის უფლებებების დაცვის, თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით ვიცავდეთ

ისე, ევროკავშირის არც ერთი ხელმძღვანელი პირი ან ჩინოვნიკი არ მახსოვს საქართველოსთვის მაინცდამინც მწეველების უფლებების შეზღუდვა მოეთხოვა და ეს ემონიტორინგებინა.

არ უნდა ჩვენს მთავრობას, რომ იმ მართლა პრიორიტეტულ საკითხების გადაჭრაში, რაზეც წუხან და ყველა შეხვედრაზე გვახსენებენ ევროპელები, გამოიჩინონ ასეთი სკურპულოზურობა და ოპერატიულობა?

- თქვენ ჩვენში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკითხებში აღიარებულ ექსპერტი ბრძანდებით. ვინაიდან 2020 წლის საპრალამენტო არჩევნები მალე კარს მოგვადგება, ალბათ, აქტუალური და ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ის, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში, ვინაიდან ნებისმიერი არჩევნების ჩატარების სიმძიმე სწორედ ამ ორგანოებზეა.

ამ თემებზე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში თქვენ გაქვთ გაკეთებული ამგვარი განცხადება - „თვითმმართველობებს უნდა გადაეცეთ ის ქონება და კომპეტენციები, რაც აუცილებელიათვითმმართველობის კოდექსითგათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად“.

თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად რა ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ თვითმმართველ ორგანოებისათვის იმ ქონებისა და კომპეტენციების გადასაცემად, რომელიც მათ ეკუთნოდათ?

- სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლება საქართველოში ერთი და იგივე სისტემით მოქმედებს, ისინი განიხილავენ თვითმმართველობას ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელებად და საკუთარი ნების უტყვ აღმსრულებლად.

არც ერთმა მთავრობამ არ დაუტოვა თვითმმართველობას ადგილობრივ გადადასახადები, არ მისცა დამოუკიდებელი ფინასური რესურსები და ქონება მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის, რათა თვითმმართველობას ნებისმიერი პროექტის განხორციელებისათვის მთავრობის დოტაცია, ანუ მისი კეთილგანწყობა არ სჭირდებოდეს.

არც ერთმა მთავრობამ არ დაუტოვა თვითმმართველობას ადგილობრივ გადადასახადები, არ მისცა დამოუკიდებელი ფინასური რესურსები და ქონება მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის, რათა თვითმმართველობას ნებისმიერი პროექტის განხორციელებისათვის მთავრობის დოტაცია, ანუ მისი კეთილგანწყობა არ სჭირდებოდეს

ეს არის ადმინისტრაციულ-მბრძანებლურ მმართველობის საბჭოური სტილის გაგრძელება, როცა მთავრობას მიაჩნია, რომ თბილისში მსხდომმა მინისტრებმა და ჩინოვნიკებმა ადგილობრივებზე უკეთ იციან თუ რა არის გასაკეთებლი საქართველოს 3500 ქალაქსა თუ სოფელში, თუ რა ჭირდება ნებისმიერ სოფელში თუ ქალაქში მაცხოვრებელს, შესაბამისად, თავად უნდა გადაწყვიტონ რომელი პროექტი უნდა განხორციელდეს, რისთვის შეიძლება იქ თანხები დაიხარჯოს და ასე შემდეგ.

ათწლეულობის განმავლობაში ამ მიდგომას ეწირება ჩვენი რეგიონების და მთლიანად ქვეყნის განვითარება, ჩინოვნიკების გადაწყვეტილებები სულ უფრო მეტად ცდება მოქალაქეების საჭიროებებს, რეგიონებში იზრდება სიღარიბე, მინიმუმ არ იკლებს, სამაგიეროდ არჩევნებზე გაღარიბებული და გაუბედურებული, შენი ხელის შემყურე მოქალაქე ადვილად მოსასყიდია, იოლად ექვემდებარება ზეწოლას და მუშაობს ყველა არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსი.

ათწლეულობის განმავლობაში ამ მიდგომას ეწირება ჩვენი რეგიონების და მთლიანად ქვეყნის განვითარება, ჩინოვნიკების გადაწყვეტილებები სულ უფრო მეტად ცდება მოქალაქეების საჭიროებებს, რეგიონებში იზრდება სიღარიბე, მინიმუმ არ იკლებს, სამაგიეროდ არჩევნებზე გაღარიბებული და გაუბედურებული, შენი ხელის შემყურე მოქალაქე ადვილად მოსასყიდია, იოლად ექვემდებარება ზეწოლას და მუშაობს ყველა არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსი

ცნობილი ფრანგი განმანათლებელი ალექსის დე ტოკვილის ჯერ კიდევ 150 წლის წინ წერდა - „სახელწმიფოში ხალხმა შეიძლება თავისუფლად აირჩიოს მთავრობა, მაგრამ თუკი მათ არ აქვთ თვითმმართველობა, ისინი ვერასდროს გაიგებენ თავისუფლების ჭეშმარიტ სულს“.

ეს სიტყვები მან დაწერა აშშ-ში მოგზაურობის შემდეგ, როცა დაასკვნა რომ ამ ქვეყნის თავისუფლების, სიძლიერის და დინამიური განვითარების საიდუმლოების გასაღები არც პრეზიდენტის ძალაუფლებაშია, არც კონგრესის და არც ჯარის სიძლიერეში.

რომ ამ ყველაფრის ლოკომოტივი ამერიკული თვითმმართველობაა, რომელიც აძლევს ჩვეულებრივ მოქალაქეს საშუალებას ჩინოვნიკის თუ მთავრობისგან დამოუკიდებლად ჩაერთოს ადგილებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საკუთარი ნიჭი, ცოდნა და ენერგია გამოიყენოს და მიმართოს როგორც საკუთარი თავის, ასევე საკუთარი დასახლების, თემის თუ ადგილობრივი საზოგადოების სასარგებლოდ.

ტოკვილის აზრით, ამერიკული თავისუფლების, მისი საზოგადოების წარმატების საფუძველია სისტემა, სადაც ამერიკის მოქალაქე მთავრობას კი არ უყურებს ხელებში და იმის იმედად კი არ არის, როდის დაეხმარება პრეზიდენტი და მოუგვარებს პრობლემას, არამედ თავად, როგორც თავისუფალი ადამიანი, სხვა მისნაირ მოქალაქელეებთან ერთად წყვეტს, თუ რა ჭირდებათ მათ საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად, თავადვე იღებენ გადაწყვეტილებებს, ამით თავადაც ნახულობენ სარგებელს და ქვეყნისთვისაც მოაქვთ სიკეთე. ამიტომ არიან ისინი თავისუფლები.

ჩვენ კი არასდროს გვექნება თავისუფალი ქვეყანა და სხვათა შორის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისაგან თავისუფალი არჩევნები, სანამ მთავრობის თავმჯდომარიდან დაწყებული სოფელში მერის რწმუნებულით დამთავრებული ერთპარტიული ვერტიკალის წევრი იქნება, სანამ ბიზნესმენის, ფერმერის, მასწავლებლის ექიმის, პენსიონერის თუ შშმ პირის განვითარება, წარმატება, კეთილდღეობა, ჯანმრთელობა თუ სიცოცხლე დამოკიდებული იქნება მთავრობის მიერ გამოყოფილ ფულზე, გადმოცემულ ქონებაზე, განხორციელებულ პროგრამაზე, თუ გაწეულ დახმარებაზე.

ჩვენ კი არასდროს გვექნება თავისუფალი ქვეყანა და სხვათა შორის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისაგან თავისუფალი არჩევნები, სანამ მთავრობის თავმჯდომარიდან დაწყებული სოფელში მერის რწმუნებულით დამთავრებული ერთპარტიული ვერტიკალის წევრი იქნება

სანამ ყველა სოფელსა თუ ქალაქში ეცოდინებათ, რომ გზის გაკეთებაა საჭირო, წყლის თუ გარე განათების, ამის ფული მთავრობამ უნდა მისცეს. ასეთ სისტემაში საზოგადოება და ადამიანი თავისუფალი კი არ არის, არამედ ყველა ამ სოციალური ფენის თუ ინტერესთა ჯგუფის წარმომადგენელს „ესმის“ თუ „აგებინებენ“, რომ თუ სურთ საკუთარი პრობლემის გადაჭრა, ლოიალურები უნდა იყვნენ საკუთარი კეთილისმყოფელების, მთავრობის მიმართ და ყბადაღებულ „ადმინისტრაციულ რესურსს“ უნდა დაუმორჩილონ საკუთარი პოლიტიკური ნება.

ამით მიიღწევა მერების და საკრებულოს სრული მორჩილება და ლოიალურობა. სამაგიეროდ, ასეთი არათავისუფალი თვითმმართველობის ხელმძღვანელობა არის იოლად სამართავი, ყოველთვის მზადაა იქცეს ნებისმიერ არჩევნებზე მმართველი პარტიის ადგილობრივ შტაბად, უხვად გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი და გახდეს არჩევნებზე მთავრობის ხმების ყულაბა.

ტრაგედია მხოლოდ ის კი არ არის, რომ ხელისუფლება ასე იქცევა, არანაკლებ ცუდია ისიც რომ ოპოზიციაში მყოფთა უდიდესი ნაწილიც ზუსტად ასევე ხედავს თვითმმართველობის როლსა და ფუნქციას, შესაბამისად, ასევე სურს ქვეყნის მართვის გაგრძელება.

ტრაგედია მხოლოდ ის კი არ არის, რომ ხელისუფლება ასე იქცევა, არანაკლებ ცუდია ისიც, რომ ოპოზიციაში მყოფთა უდიდესი ნაწილიც ზუსტად ასევე ხედავს თვითმმართველობის როლსა და ფუნქციას, შესაბამისად, ასევე სურს ქვეყნის მართვის გაგრძელება

ძალიან ბევრ მათაგანს ვიცნობ, უმრავლესობა მათგანთან მისაუბრია ამ საკითხებზე. ამიტომ ყურმოკვრით ან ვიღაცის მონაყოლით არ ვამბობ ამას. შემთხვევით არაა, რომ თვითმმართველობის რეფორმა პოლიტიკური ოპოზიციის დღის წესრიგში მეორესხარისხოვან საკითხებშიც კი ვერასდროს ხვდება.

ბევრს უბრალოდ სურს სწორედ ასეთ სისტემაში იყოს ხელისუფალი, ნაწილი კი უბრალოდ ვერ ხვდება, რომ მაგალითად იგივე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვის და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზა, ფინანსურად და ეკონომიკურად ძლიერ, მრავალპარტიულ და დამოუკიდებელ თვითმმართველობის ფორმირებაზე გადის და ამ საკითხს საარჩევნო კოდექსით ვერ გადაჭრი.

ამიტომ, საშინაო პოლიტიკის პრობლემები გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი პოლიტიკური ელიტის უმეტესი ნაწილისთვის ცენტრალიზებული მმართველობა სახელმწიფო ძალაუფლების განხორციელების ერთადერთი ფორმაა.

საშინაო პოლიტიკის პრობლემები გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი პოლიტიკური ელიტის უმეტესი ნაწილისთვის ცენტრალიზებული მმართველობა სახელმწიფო ძალაუფლების განხორციელების ერთადერთი ფორმაა

- თებერვლის ბოლოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევის ვადა იწურება. ოპოზიცია აცხადებს - თუ ხელისუფლებას უნდა პროცესის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნება, უნდა გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა.

მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებები არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ ამგვარი ნაბიჯები გადადგას.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ გააკეთეს განცხადება იმის თაობაზე, რომ მმართველი გუნდი მზადაა შეხვდეს ყველას, როგორც ცალ-ცალკე პარტიებს, ისე გაერთიანებულუ ოპოზიციას.

თქვენი დაკვირვებით, ოპოზიციიდან, სავარაუდოდ ვის დაითანხმებს „ქართული ოცნება“ არჩევნების 100/50-ით ჩატარებაზე? და კიდევ - თუ მმართველი გუნდი მართლაც ამ გზას დაადგა, ერთი მხრივ ეს როგორ აისახება შიდაპოლიტიკაზე და მეორე მხრივ სავარუდოდ, როგორ შეაფასებენ ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები?

- იმის შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პროპრციული სისტემაზე გადასვლის დაპირების შეუსრულებლობით ფაქტობრივად „გადააგდო“ როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოება, მას ძალიან გაუჭირდება ვინმეს მიჰყიდოს, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლა ოპოზიციის ბრალეულობით ვერ მოხდა.

ეგ ვერსია შეიძლება ერთ-ორ ეთერში გააჟღერო, ისიც თუ იქ მხოლოდ შენი ხელის ექსპერტები დასვი, მაგრამ ჩემი აზრით, ვერც ქართულ, ვერც საერთაშორისო საზოგადოებაში ვერ გაიყიდება.

ვფიქრობ, საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება იყო ამ ხელისუფლების ყველაზე მძიმე პოლიტიკური შეცდომა, რომელმაც მისი ავტორიტეტი და მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის შიგინთაც და გარეთაც.

საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება იყო ამ ხელისუფლების ყველაზე მძიმე პოლიტიკური შეცდომა, რომელმაც მისი ავტორიტეტი და მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის შიგინთაც და გარეთაც

მე არ შემხვედრია კაცი, რომელიც პირისპირ საუბარში ამ ამბავს ამართლებდეს. ხელისუფლების მომხრეა თუ მოწინააღმდეგე ყველამ იცის, რომ ამ საქმეში ხელისუფლება მართალი არ არის. მე როგორც ვხედავ, ეს განწყობა ძალიან გავრცელებულია ქვეყანაში.

როგორც ჩანს, ვიღაცამ ხელისუფლება დაარწმუნა რომ მისი ამოცანა არსებული საარჩევნო სისტემის ნებისმიერი გზით შენარჩუნებაა. ძალიან სერიოზული საერთაშორისო ზეწოლის შედეგად „ოცნება“ კი გახდა იძულებული რომ საზოგადოებისათვის საარჩევნო სისტემის ახალი, უფრო კომპრომისული ვარიანტი, 100/50-ზე შეეთავაზებინა, თუმცა მანამდე ამბობდა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ლაპარაკი აღარ იქნებაო, მაგრამ ამას „დაამთხვია“ უგულავას დაკავება.

როგორც ჩანს, უგულავას დაკავება გათვლილი იყო იმაზე, რომ ასეთი ნაბიჯით ოპოზიცია იძულებული იქნებოდა უარი ეთქვა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე. სხვა ახსნა ერთ-ერთი მომლაპარაკებილის სწორედ ამ მომენტში დაჭერას უბრალოდ არ აქვს.

როგორც ჩანს, უგულავას დაკავება გათვლილი იყო იმაზე, რომ ასეთი ნაბიჯით ოპოზიცია იძულებული იქნებოდა უარი ეთქვა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე. სხვა ახსნა ერთ-ერთი მომლაპარაკებილის სწორედ ამ მომენტში დაჭერას, უბრალოდ არ აქვს

ეჭვი მაქვს, ორივე მხარეს შეიძლება იყვნენ ისეთი ძალები, ვისაც არ სურს მოლაპარაკების წარმატება, უკეთესი საარჩევნო სისტემა, სამართლიანი არჩევნები. ასეთი ძალების გათვლა არის პოლარიზებაზე, წინასასაარჩევნო პერიოდში ვითარების მაქსიმალურ ესკალაციაზე, ჯახზე გათვლილი, სადაც ოპოზიციონერ რადიკალს მთავრობის შეცდომების გამოყენებით რევოლუციური სცენარის განხორციელების იმედი უჩნდება. ხელისუფლებაში კი ვიღაცას ძალიან სურს ოპოზიცია წამოიკიდოს არაკონსტიტუციურ ქმედებებზე და დასაჯოს იგი.

როგორც წესი, ასეთი ძალები მუდმივად არის ორივე მხარეს. მგონი საქართველოს უახლოესი ისტორია ამას აჩვენებს, - როცა „ან ყველაფერი ან არაფერის“ მომხრეები ცდილობენ არ დაუშვან არარადიკალური სცენარის განვითარების შესაძლებლობა.

ფაქტია, რომ არსებული საარჩევნო სისტემა 77-73 აშკარად ვერ უზრუნველყოფს არჩევნებზე მოსახლეობის განწყობის კენჭისყრის შედეგებში ადექვატურ ასახვას, რაც არ არის საზოგადოების ინტერესებში.

არც ერთ ხელისუფლებას არ უნდოდა ადმინისტრაციულ ერთეულებზე მიბმული საარჩევნო ოლქების მოსპობა, რადგანაც ეს ძალიან ამარტივებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. ვისაც ახსოვს, ასე იყო 2002-შიც, 2007-შიც და 2011-შიც. ახლა მგონი ამის მიღწევა რეალურია.

ოპოზიციის მხრიდან ნაბიჯის გადადგმა არ უნდა იყოს აღქმული როგორც კომპრომისი კომპრომისისათვის. იმიტომ რომ, თუ შეძლებს ოპოზიცია დაათმობინოს ხელისუფლებას საარჩევნო სისტემა, თუნდაც 120 პროპორციული 30 მაჟორიტარული, ან რაღაც მსგავსი, ეს სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნისათვის. ამ ამბის გარკვევა მართლა დღეების საკითხია. ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება

თუ შეძლებს ოპოზიცია დაათმობინოს ხელისუფლებას საარჩევნო სისტემა, თუნდაც 120 პროპორციული 30 მაჟორიტარული, ან რაღაც მსგავსი, ეს სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნისათვის

არც ერთი გამოკითხვა არ აჩვენებს, რომ ხელისუფლებას მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს. მეორე მხრივ ოპოზიცია საკმაოდ ჭრელია. კიდევ უფრო ჭრელია მისი ამომრჩეველი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, თუ რაზე შეთანხმდებიან ოპოზიციური ლიდერები, ჩემთვის ჯერ კიდევ გაურკველია, როგორ მოიქცევიან სხვადასხვა პარტიების მხარდამჭერი მოქალაქეები.

რამდენად მზადაა მაგალითად „ნაცმოძრაობის“ მომხრე მაჟორიტარულ ოლქში მხარი დაუჭიროს იგივე ბურჯანაძის პარტიის კანდიდატს ? ან პირქით? ეს ვფიქრობ რომ ჯერ კიდევ უცნობია.

ამიტომ ჩემი აზრით, 2020 წლის არჩევენების მთავარი პოლიტიკური თავსატეხია თუ რა იდეა უფრო გახდება ამომრჩევლის მაკონსოლიდირებელი, ბიძინა ივანისილის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების სურვილი თუ „ნაცმოძრაობის“ და პირადად სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნების შიში. ესაა სამწუხარო რეალობა.

საზოგადოებისათვის პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზების რესურსი თითქოს ყველა მხარეს ამოწურული აქვს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ვითარება ამგვარად ჩანს.

2020 წლის არჩევენების მთავარი პოლიტიკური თავსატეხია თუ რა იდეა უფრო გახდება ამომრჩევლის მაკონსოლიდირებელი, ბიძინა ივანისილის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების სურვილი თუ „ნაცმოძრაობის“ და პირადად სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნების შიში

- სამთავრო ცვლილებებზე ჯერ პრემიერ გიორგი გახარიას ორაზროვანმა განცხადებებმა, შემდეგ ამავე თემაზე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ასევე გაუგებარმა ხუმრობამ გააღმავა მოსაზრება, რომ შესაძლოა, მმართველ გუნდში მორიგი საკადრო ცვლილება მართლაც განხორციელდეს.

გითხრათ სიმართლე, ამ თემაზე საუბარი აშკარად გადაჭარბებული მგონია, მითუმეტეს, რომ უკვე ითქვა რომ დაგეგმილია პრემიერ გახარიას ვიზიტი ვაშინგტონში. მაგრამ, თუ მთავრობაში ცვლილებები მოხდა, ვთქვათ, შეიცვალა პრემიერ-მინისტრი, ეს რისი მანიშნებელი შეიძლება აღმოჩნდეს?

- „ოცნებას“ არ ჰაყავს ჯოკერი, რომლის წინა პლანზე გამოსვლას და მთავრობის თავმჯდომარედ არჩევას შეუძლია სერიოზული დადებითი გავლენა მოახდინოს მმართველი პარტიის მიმართ საზოგადოების განწყობაზე.

ამიტომ ვფიქრობ, სამთავრობო ცვლილებები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებს გახარიას მთავრობა ურთიერთობების დალაგებას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ძირითადათ კი აშშ-დან მომავალი კრიტიკის შეჩერებას.

სამთავრობო ცვლილებები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებს გახარიას მთავრობა ურთიერთობების დალაგებას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ძირითადათ კი აშშ-დან მომავალი კრიტიკის შეჩერებას

თუ გახარიამ ეს ვერ შეძლო, მაშინ ცვლილებები გარდუვალი იქნება. საგარეო მარცხი ვინმეს, ბოდიში და „უნდა შეეტენოს“.

- მას შემდეგ თუ რა რეაქცია მოჰყვა უგულავას ისევ დაკავებას ჩვენი პარტნიორების მხრიდან, დამკვირვებელთა უმრავლესობამ გამოთქვა აზრი, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის დაპატიმრება სრული პოლიტიკური სიბეცე იქნებოდა.

დამკვირვებელთა ნაწილი იმ შეთხვევაში არ გამორიცხავს ხაზარაძე-ჯაფარიძის დაკავებას, თუ „ლელო საქართველოსთვის“ იმაზე მეტად გაძლიერდა, ვიდრე ეს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ აწყობთ. თქვენც ასე ფიქრობთ?

- არ ჩანს რომ „ლელოს“ ასეთი გაძლიერება ემუქრებოდეს. ჯერ-ეჯერობით რასაც ვუყურებ, მათ სერიოზული ბრძოლა მოუწევთ ბარიერის გადასალახავად და მესამე ადგილის დასაკავებლად. მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვება კი, ვფიქრობ, გაუჭირდებათ.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით