დავით ზალკალიანი - ვისაუბრე იმ უკანონო ქმედებებზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს

ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის, რომ ჩვენ გაერო-ს ფორმატებს მაქსიმალურად ვიყენებთ იმისთვის, რომ ის პოზიტიური დინამიკა და კარგი გამოცდილება, რომელიც საქართველოს აქვს, წარმოჩენილი იყოს გაერო-ს ფორუმებზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევაში ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წელს საქართველოს პენიტენციური სისტემა იყო წარმოჩენილი, როგორც ადამიანის უფლებების კუთხით ჩატარებული რეფორმების კარგი მაგალითი და საქართველო იყო იმ მოწინავე ქვეყნებს შორის, რომლებმაც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით წარმოაჩინა ქვეყანა.

ამასთანავე, როგორც მინისტრმა განაცხადა, მან საკუთარ გამოსვლაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„წელსაც უკვე გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში წარმოვაჩინეთ ქვეყანა უკვე სხვა განზომილებით. მხედველობაში მაქვს ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით გატარებული ზომების კუთხით და იმ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენი შესაბამისი სტრუქტურები აწარმოებენ ამ თვალსაზრისით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა. ის ფაქტი, რომ საქართველო შეზღუდული რაოდენობის ქვეყნებს შორის არის წარმოჩენილი, როგორც კარგი მაგალითი, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა და ჩვენი მაგალითი ხდება სამაგალითო სხვებისთვის.

ჩემი გამოსვლა, იყო მაქსიმალურად ფოკუსირებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, იქ უმძიმეს ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიპყრობის კუთხით, ვისაუბრე ასევე იმ უკანონო ქმედებებზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მკვლელობების კონკრეტული ოთხივე შემთხვევა იყო მკაფიოდ გაჟღერებული და მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობაზე, რომ არ დახუჭონ თვალი ამ უკანონობაზე და ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. ის რომ დღევანდელი მსოფლიო არის შესული ასეთ კრიზისში არის იმის ბრალი, რომ რამოდენიმე წევრი ქვეყანა, მათ შორის ერთი განსაკუთრებულად, რუსეთის ფედერაცია, არ ასრულებს მასზე დაკისრებულ საერთაშორისო ვალდებულებას,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველოს წინაშე არსებული ვალდებულებების პარალელურად, მან თავის გამოსვლაში მსოფლიო გამოწვევებზეც, მათ შორის სირიასა და ვენესუელაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი საკითხების ხმამაღლა გაჟღერება, ამ თემების აქტუალიზაცია და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი პოზიცია არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ მსოფლიო გაუმკლავდეს იმ გამოწვევას, რაც არის დაკავშირებული საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს