ბლუმბერგი სანდერსს -  თქვენ რუსეთი გეხმარებათ

ვლადიმერ პუტინი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნდა გახდეს და ამიტომ რუსეთი თქვენ გეხმარებათ, რადგან თქვენ მასთან არჩევნებს წააგებთ, - ამ სიტყვებით მიმართა დებატების დროს აშშ-ის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა მაიკლ ბლუმბერგმა პრეზიდენტობის თანაპარტიელ კანდიდატ ბერნი სანდერსს.

ბლუმბერგმა „დემოკრატიული პარტია“ იმ შედეგების შესახებ გააფრთხილა, რაც, მისი აზრით, საპრეზიდენტო კანდიდატად ბერნი სანდერსის წარდგენას მოჰყვება.

„თუ ასე გააგრძელებთ, ჩვენ ავირჩევთ ბერნის, ბერნი დამარცხდება ტრამპთან, დონალდ ტრამპი, წარმომადგენელთა პალატა, სენატი და ზოგიერთი სახელმწიფო უწყება გაწითლდება და ამ კატასტროფაში მოგვიწევს ცხოვრება მომავალი 20-30 წლის მანძილზე,“ - მიმართა ბლუმბერგმა სანდერსს.

პასუხად სანდერსმა განაცხადა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში პუტინი ამერიკის არჩევნებში ვეღარასდროს ჩაერევა.

„მინდა, ბატონ პუტინს ვუთხრა, რომელიც 2016 წლის არჩევნებში ჩაერია: აბა სცადეთ, ამერიკელების ერთმანეთთან დაპირისპირება, ჰეი, ბატონო პუტინო, თუკი მე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გავხდები, მერწმუნეთ, ამერიკის არჩევნებში ვეღარასდროს ჩაერევით,“- განაცხადა სანდერსმა.

აშშ-ის შვიდმა „დემოკრატმა“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დებატები ჩარლსტონში, სამხრეთ კაროლინას შტატში გამართა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო