ადგილობრივი სასტუმროების ჯგუფური და ინდივიდუალური დაჯავშნის ონლაინ პლატფორმა HOTEL HUB GEORGIA ბაზარზე ოპერირებას ამიერიდან HOTEL HUB GROUP-ის სახელით გააგრძელებს

ქართული სასტუმროების ჯგუფური და ინდივიდუალური დაჯავშნის ინოვაციური ონლაინ პლატფორმა, HOTEL HUB GEORGIA ბაზარზე HOTEL HUB GROUP-ის სახელით გააგრძელებს ოპერირებას.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, HOTEL HUB GROUP- ი მეზობელი ქვეყნების - სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზარზეც გავიდა და კომპანიამ ფაქტობრივად, მთლიანი კავკასიის რეგიონი მოიცვა. შესაბამისად, კომპანიის დახმარებით ამიერიდან, მსხვილ უცხოურ ტუროპერატორებს საშუალება ექნებათ, სასტუმროები აღნიშნულ ქვეყნებშიც დაჯავშნონ.

ამ დრომდე კომპანია აქტიურად მუშაობდა აღმოსავლეთ ევროპის, სპარსეთის ყურის, შუა აზიისა და დსთ-ს ქვეყნების ტურისტულ ბაზარზე, თუმცა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიის ტურისტული ბაზარი და ევროპის ისეთი ქვეყნები დაინტერესდნენ, როგორებიცაა: ესპანეთი, გერმანია და საფრანგეთი, რაც საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, - აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, http://hotelhub.group/ მსოფლიო მასშტაბით 900-ზე მეტ ტურისტულ სააგენტოსთან, ხოლო სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართვლოში 220-ზე მეტ სასტუმროსთან თანამშრომლობს. 2020 წლის ბოლომდე კი აღნიშნული მონაცემების გაორმაგება იგეგმება.

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო