„ბადაგონს“ საუკეთესო ქართული ღვინის კომპანიის სტატუსი მიენიჭა

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში ღვინის საერთაშორისო კონკურსზე MUNDUS VINI კომპანია „ბადაგონს“ საუკეთესო ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის სტატუსი მიენიჭა.

„ბადაგონის“ ღვინოებმა უპრეცედენტო შედეგები აჩვენა - კონკურსში მონაწილე ექვსივე ღვინომ ოქროს მედალი მოიპოვა და ღვინოს „საფერავი რეზერვი 2010“ უმაღლესი ოქრო და კონკურსის საუკეთესო ღვინის ტიტული მიენიჭა!

ოქროს მედალოსანი ღვინოებია:

„ალავერდის ტრადიციები“ ქვევრის

„ალავერდის ტრადიციები“ წითელი მშრალი

„კახური წარჩინებული“ წითელი მშრალი

„კახური წარჩინებული“ თეთრი მშრალი

„საფერავი ქაშერი“ წითელი მშრალი

MUNDUS VINI მსოფლიოში წამყვანი ერთ-ერთი უმსხვილესი ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელიც წელს ოცდამეექვსეჯერ ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობას იღებდა ღვინოები 54 ქვეყნიდან, რომელთა შეფასება 268 ღვინის ცნობილმა ექსპერტმა მოახდინა.

ვულოცავთ ქართული ღვინის გულშემატკივრებს უმაღლესი საერთაშორისო აღიარების მოპოვებას!

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა