ინდოეთში მოსახლეობას შორის შეტაკებების შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში ინდუსებსა და მუსლიმ მოსახლეობას შორის შეტაკებების დროს, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

დაპირისპირება მოქალაქეობის შესახებ კანონმა გამოიწვია. დაშავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის 15 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ინდოეთის პოლიციამ მოქალაქეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთში აქციების დაწყება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიზიტს დაემთხვა, თუმცა ამერიკის ლიდერის გამგზავრების შემდეგ პროტესტი ინდუსებსა და მუსლიმ მოსახლეობას შორის ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა.

„ბიბისის“ ცნობით, ნიუ-დელიში რთული მდგომარეობაა, დამტვრეულია მანქანები და განადგურებულია სულ მცირე ორი მეჩეთი.

შეგახსენებთ, ინდოეთში საპროტესტო აქციები მოქალაქეობის შესახებ ახალმა კანონპროექტმა გამოიწვია. კანონი, რომელიც უკვე ამოქმედდა, სამხრეთ აზიის მუსლიმური ქვეყნების - პაკისტანის, ავღანეთისა და ბანგლადეშის არამუსლიმ მოსახლეობას ინდოეთის მოქალაქეობის მიღებას უადვილებს. კანონს დისკრიმინაციულს უწოდებენ ინდოეთში მცხოვრები მუსლიმები. მათი თქმით, კანონი ყველასთვის თანასწორი უნდა იყოს.

იხილეთ ვიდეო: ინდოეთში საპროტესტო აქციას 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს