სამსუნგმა Galaxy S20 სერია წარადგინა

სამსუნგ გალაქსის ახალი S20 სერიის ფლაგმანი მოდელები 11 თებერვალს ოფიციალურად წარსდგა მსოფლიო მომხმარებლის წინაშე.

სამსუნგის საქართველოს წარმომადგენლობამ ადგილობრივი პრეზენტაცია 25 თებერვალს გამართა, სადაც ბრენდის ქართველ მომხმარებლებსა და მედიის წარმომადგენლებს ახლოდან გააცნო უახლესი მოდელები: Galaxy S20, Galaxy S20+, Galaxy S20 Ultra და Galaxy Z Flip.

ღონისძიება თბილისში, ივენთ ჰოლ „რესპუბლიკაში“ გაიმართა, სადაც ულამაზესმა კოსმიურმა გარემომ და გასაოცარმა შოუმ გალაქტიკაში მოგზაურობის შეგრძნება შეუქმნა სტუმრებს. პრეზენტაციაზე, სამსუნგის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს ახალი მოდელების შესახებ, რის შემდეგაც სმარტფონების დატესტვისა და საუკეთესო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ყველას მიეცა .

წარმოდგენილი მოდელებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას Galaxy S20 Ultra სმარტფონში გამოყენებული რევოლუციური კამერა იპყრობს. ის აღჭურვილია 108 MP მთავარი, 12 MP ულტრაგანიერი, TOF 3D კამერა უკეთესი სიღრმის ეფექტისთვის და რაც მთავარია 48 MP პერიოსკოპიული ტიპის ტელეფოტო კამერით. კამერების ასეთი წყობა ფოტო გადაღების არნახულ დეტალიზაციას, ფერების სიმკვეთრეს, იდეალურ დინამიურ დიაპაზონსა და კოსმიურ ზუმს გვპირდება.

Galaxy S20 Ultraს შესაძლებლობა აქვს გადაიღოს ვიდეოები 8K ფორმატში, რაც სმარტფონისთვის აქამდე წარმოუდგენელი იყო. S20 Ultra ერთადერთი სმარტფონია Space Zoom ფუნქციით, რომელიც გადასაღები ობიექტის 100ჯერ მოახლოების საშუალებას იძლევა. ხოლო, ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობილი Single Take ფუნქციით, სმარტფონი ერთი კადრის გადაღებისას იყენებს ყველა კამერას და მომხმარებელს აჩვენებს განსხვავებული ტიპის და პერსპექტივის ფოტოებს და ასევე, ქმნის ეფექტურ კოლაჟს.

რაც შეეხება S20 სერიის სხვა მოდელებს, Galaxy S20 და Galaxy S20+ წარმოდგენილია 6.2 და 6.7 ინჩიანი უსაზღვრო ‘O’ ტიპის დინამიური AMOLED ეკრანებით, რომლებშიც ასევე გამოყენებულია ეკრანის განახლების 120 Hz ტექნოლოგია. სმარტფონები აღჭურვილია 8 GBიანი ოპერატიული მეხსიერებით, ხოლო აკუმულატორის მოცულობა შესაბამისად 4,000 და 4,500 mAh შეადგენს. ორივე სმარტფონში გვხდება ახალი, Exynos 990-ის 7nm-იანი პროცესორები, რაც Samsung-ის პროგრამულ ოპტიმიზაციასთან ერთად მათ მსოფლიოში უსწრაფეს მოწყობილობებად აქცევს. Galaxy S20-ში წარმოდგენილია 3 მთავარი კამერა: 12 MP განიერი, 12 MP ულტრაგანიერი და 64 MP ტელეფოტო კამერა. რაც შეეხება, Galaxy S20+ ს, მას დამატებული აქვს მე4 TOF 3D კამერა, უკეთესი სიღრმის ეფექტისთვის (ფრონტალური კამერა 10MP). კამერების ასეთი შეთავსება მომხარებელს იდეალური ფოტოების და ვიდეოების გადაღების საშუალებას აძლევს ნებისმიერ გარემოში.

როგორც ჩანს, სამსუნგმა Galaxy S20 სერიის მოდელებში მისი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია მოახდინა და მომხმარებელს ტექნოლოგიური შესაძლებლობის პიკი შესთავაზა. წელს მსოფლიომ იხილა გალაქსის სმარტფონები, რომელთაც აქვთ არნახული სისწრაფე და ყველაზე მრავალფეროვანი და დახვეწილი კამერათა სისტემა.

"2020 წლის ფლაგმანი სმარტფონები Galaxy S20 სერიის მოდელები წარვუდგინეთ დღეს საზოგადოებას. ეს სერია წინამორბედებისგან გამოირჩევა გაუმჯობესებული კამერით, რომელიც Galaxy S20 სა და Galaxy S20+ ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს შორეული კადრი მოაახლოვონ 30მაგი კოსმიური ზუმით, ხოლო Galaxy S20 Ultraს მფლობელებს კადრის მოახლოება ასმაგი კოსმიური ზუმით შეეძლებათ. ახალ სერიაში მეტად არის გამოყენებული ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა რეჟიმით ფოტოების გადაღებისას, რომელიც აუმჯობესებს სურათის სიმკვეთრეს ღამით გადაღების დროს. Galaxy S20 სერიის წინასწარი შეკვეთები საქართველოში 12 თებერვლიდან დაიწყო და 9 მარტამდე გაგრძელდება. ყველა, ვინც ამ პერიოდში განახორციელებს შეკვეთას, საჩუქრად მიიღებს Samsung Galaxy Buds+ ყურსასმენებს." განაცხადა "სამსუნგი საქართველოს" მობილური ტელეფონების მიმართულების ხელმძღვანელმა შოთა ლურსმანაშვილმა.

რაც შეეხება კიდევ ერთ ინოვაციას, სამსუნგმა წელს განახლებული დაკეცვადი ეკრანის მქონე სმარტფონი Galaxy Z Flip წარმოგვიდგინა, რომელიც გასაოცარ ვიზუალთან ერთად, ფლაგმანური მახასიათებლებით გამოირჩევა. მასში გამოიყენება ინოვაციური დასაკეცი მინის ეკრანი. აღჭურვილია Qualcommის 7nm-იანი პროცესორით. სმარტფონის უნიკალური დიზაინი საშუალებას გვაძლევს გადავიღოთ „სელფი“ დისტანციურად და გავაჩეროთ ეკრანი და კამერა სასურველი დახრის კუთხით.

"Galaxy S20 სერიის უახლეს ფლაგმანებთან ერთად, დღეს წარვადგინეთ დაკეცვადი ეკრანის მქონე სმარტფონი Galaxy Z Flip. უკვე მეორე წელია, რაც სამსუნგმა დაკეცვადი ეკრანის მქონე სმარტფონების განვითარება დაიწყო. Galaxy Z Flip გამორჩეულ ვიზუალთან ერთად, ფლაგმანური მახასიათებლებითაც არის განსაკუთრებული. დღევანდელ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ყველა სმარტფონის წინასწარი გაყიდვები უკვე დაწყებულია. წინასწარი შეკვეთის პერიოდში იმოქმედებს TradeIn აქცია, ანუ მომხმარებელს საშუალება ექნება შეაფასებინოს ძველი სმარტფონი და მიიღოს Galaxy S20 სერიის მოდელები განსაკუთრებულ ფასად", - აღნიშნა სამსუნგის მარკეტინგისა და პიარის მენეჯერმა, ნინო კვირიკაშვილმა.

13 მარტიდან, საქართველოში Galaxy S20-ის სმარტფონები ოფიციალურად ჩაეშვება გაყიდვებში.

როგორც სამსუნგ საქართველოში აცხადებენ, სმარტფონების შეძენა რეკომენდირებულია მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით. ჰოლოგრამიან სმარტფონს გააჩნია ოფიციალური გარანტია და ავტორიზირებული სერვის ცენტრის მომსახურება. დაზიანების შემთხვევაში თქვენ მოგემსახურებიან მხოლოდ სერთიფიცირებული ტექნიკოსები და დაზიანებული ნაწილები ჩანაცვლდება მხოლოდ ორიგინალი ნაწილებით. ოფიციალურ მოწყობილობებზე თქვენ გექნებათ წვდომა ყველა ოფიციალურ სერვისზე, ფუნქციასა და აპლიკაციაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა