არჩილ თალაკვაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები მიმოიხილეს. არჩილ თალაკვაძემ ელჩს საქართველოს პარლამენტის პრიორიტეტების და ძირითადი პოლიტიკური საკითხების შესახებ ინფორმაცია და ხელისუფლების ხედვა გააცნო. საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.

უწყების ცნობით, მხარეებმა ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით არსებული პოზიტიური დინამიკა შეაფასეს - 2019 წელს სავაჭრო ბრუნვა დიდ ბრიტანეთთან 21%-ით გაიზარდა (+122,45 მლნ $), ხოლო ბრიტანეთიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა ერთ წელიწადში 28%-ით არის გაზრდილი (37,478 ვიზიტორი).

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს