11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - ლეგიტიმური ინტერესები არ მიიღწევა არალეგიტიმური მეთოდებით

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთლმა ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას საქართველოსოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან" აცნობეს.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება მცოცავი ბორდერიზაცია, ადამიანების გატაცება და უკანონო დაკავება, რაც ჰელსინკის საერთაშორისო პრინციპებისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევას წარმოადგენს. ჩვენ მტკიცედ უნდა დავიცვათ ჩვენი ევროპული უსაფრთხოების საფუძვლები და თითოეულმა ქვეყანამ, მიუხედავად მათი ზომისა თუ ძალისა, პატივი უნდა სცეს პრინციპებსა და თამაშის წესებს. ლეგიტიმური ინტერესები არ მიიღწევა არალეგიტიმური მეთოდებით”, - განაცხადა წერეთელმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია ჩატარდა, რომლის სხდომებსაც საქართველოს პარლამენტის წევრი, ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ხელმძღვანელობდა. ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა ეუთოს წევრი 57 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. განსახლიველ თემებს შორის იყო ეუთოს რეგიონში არსებული კონფლიქტები, აგრეთვე ტერორიზმის, რადიკალური ექსტრემიზმისა და ანტისემიტიზმის საკითხები, ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია