საფრანგეთში ქართული დელეგაციის ვიზიტი გრძელდება

საქართველოს პარლამენტის წევრები სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დღეს, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეას ესტუმრნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ქართული დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით ბავშვთა უფლებების დაცვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს მო პეტის შეხვდა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ბავშვთა უფლებების კუთხის ფრანგული საკანონმდებლო ბაზა, საზედამხედველო ფუნქციები და უფლებამოსილებები განიხილეს. საფრანგეთის მთავარი საკანონმდელო ორგანოს შემდეგ, ქართული დელეგაცია ახალგაზრდობის სასამართლო დაცვის ეროვნულ სკოლას ესტუმრება.

„ქართული დელეგაციის მიზანია, ბავშვთა დაცვისა და სახელმწიფო მხრიდან ბავშვზე ზრუნვის საკითხებში ფრანგული მოდელის გაცნობა და გაზიარება.

ვიზიტი ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობით“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025